ავტორი:

ჯვრისწერა იტალიაში - თათია შარანგიასთან 10-წლიანი ქორწინების შემდეგ, სანდრო შელიამ ახალ რჩეულზე ოფიციალურად იქორწინა (ფოტოები)

ჯვრისწერა იტალიაში - თათია შარანგიასთან 10-წლიანი ქორწინების შემდეგ, სანდრო შელიამ ახალ რჩეულზე ოფიციალურად იქორწინა (ფოტოები)

ბიზნესმენმა სანდრო შელიამ ჟურნალისტ ნინა ხუბუტიაზე ოფიციალურად იქორწინა. ჯვრისწერის ცერემონია იტალიაში გაიმართა, სადაც წყვილი უკვე კვირაზე მეტია იმყოფება.

"და მან თქვა, დიახ“ - ამ ტექსტით შელიამ რჩეულის ფოტო პირველად სექტემბერში გამოაქვეყნა.

სანდრო შელიასთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებაში პიანისტ და ტელეწამყვან თათია შარანგიასთან კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა. წყვილი ერთად ათი წელი ცხოვრობდა და შარშან აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.

მოგვიანებით სანდრო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ყოფილი ცოლის შვილები წინა ქორწინებიდან, ედუ და სანი," ყოველთვის დარჩებიან მის ბიჭებად"."ამას არაფერი შეცვლის. ასევე არაფერი შეცვლის ჩემს მეგობრობას ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებთან, რომლებიც ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან. არავითარი ბარიერები აქ არ არსებობს.“