ავტორი:

სახლი საუცხოო ხედით, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დაცულ უბანში - სად ცხოვრობს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, ახლა უკვე მეუღლესთან ერთად

სახლი საუცხოო ხედით, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დაცულ უბანში - სად ცხოვრობს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, ახლა უკვე მეუღლესთან ერთად

22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ კვირას 19 წლის ნიცა თავაძეზე იქორწინა. ქორწილი უხმაუროდ ჩაივლიდა, რომ არა რამდენიმე სტუმრის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტო, რომელიც როგორც ქართულმა, ისე უცხოურმა მედიამ აიტაცა.

60-კაციანი მოკრძალებული ქორწილის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ წყვილი იტალიაში გაემგზავრა. ქვეყანაში, სადაც კვარაცხელია წარმატებული ფეხბურთელი და ნეაპოლელების რჩეულია. ჩნდებოდა კითხვა, თუ სად იცხოვრებდა წყვილი დაოჯახების შემდეგ, რადგან 19 წლის ნიცა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია.

რა ფორმით გააგრძელებს ის სწავლას კვარაცხელიას მეუღლის ქორწინების შემდეგ, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ წყვილი იტალიაში იცხოვრებს. სახლი, სადაც ამჟამად კვარაცხელია ცხოვრობს, ნეაპოლის ცენტრში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მიღებული ცუდი გამოცდილების შემდეგ, კვარაცხელიამ საცხოვრებელი ორჯერ შეიცვალა. იტალიაში გადასვლის შემდეგ, ბინა ნეაპოლის მახლობლად, კუმაში იქირავა, თუმცა მალე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელს ავტომობილი, Mini Countryman, მოპარეს. ფეხბურთელმა ქურდობის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას და რამდენიმე დღეში ავტომობილი იპოვეს.

"სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა ბინის გამოცვლა, რადგან ის საკმარისად უსაფრთხოდ არ მიიჩნეოდა", - წერდა იმჟამად იტალიური მედია. ის თავდაპირველად ნეაპოლში მდებარე სასტუმროში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ახლა უკვე ახალი სახლი აქვს, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ უბანში. VIA TASSO-ს კომპლექსი ნეაპოლის ცენტრში მდებარეობს და სახლს 24-საათიანი დაცვის სამსახური ჰყავს.

კომპლექსს დიდი პარკინგი აქვს და ასევე ყველა საჭიროება კომფორტისთვის. ბინიდან იშლება ულამაზეს ხედი, საიდანაც ნეაპოლის ყურე ჩანს. ქართველი ფეხბურთელი, როგორც ჩანს, თავს კომფორტულად გრძნობს ნეაპოლიტანურ ქალაქში, სადაც საფეხბურთო თავგადასავლის გასაგრძელებლად შესაფერისი ადგილი იპოვა.

ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება ამჟამად რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია. ის სულ რაღაც 22 წლისაა და მისი დებიუტი "ნაპოლიში" დაახლოებით 1 წლის წინ შედგა და სეზონის სენსაციად იქცა. ის გასულ სეზონში არა მხოლოდ სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი, არამედ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა. ხვიჩას თავგადასავალი კვლავ წარმატებით გრძელდება...

იხილეთ ასევე: