მამა თეიმურაზის (ქორიძე) ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი ავრცელებს.
"დღე სიხარულისა, დღე წარმატებისა, დღე სიყვარულისა და ბედნიერებისა გვქონოდეს ყველას, მამა თეიმურაზი, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა და კითხულობდა მის მდგომარეობას, უკეთ არის - უფლის შეწევნით, ჩვენი ლოცვით, ერთიანობით. ღმერთო, სულ სიხარულიანი ამბებით აავსე ყველას დამძიმებული გულები...დაგვლოცე, ტკბილო მამაო... იცოცხლე დიდხანს... გვასწავლე დიდი სიყვარული.." - ვკითხულობთ პოსტში.
შეგახსენებთ, მამა თეიმურაზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია სექტემბერში გავრცელდა, როგორც მისმა ახლობელმა იმჟამად გვითხრა, მას ფილტვების ანთება გაურთულდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ბესიკ გამყრელიძე:
- მღვდელი თეიმურაზ ქორიძე, ბრძანდება ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახური, მან დიდი წვლილი შეიტანა სოფელ ჩაილურის ტაძრის აღდგენაში, იგი ამ ეპარქიაში მსახურობს 2016 წლიდან და მას შემდეგ ძალიან შეაყვარა თავი საგარეჯოს მოსახლეობას, თავისი გულწრფელობით, უანგარო შრომით, მრევლისადმი დიდი სიყვარულით და უსაზღვრო პატიოსნებით. იგი იქცა მორწმუნეთათვის ძვირფას მოძღვრად, რომლის ბაგეც დღენიადაგ ქადაგებს ქრისტეს სიტყვას.
თბილისში დაბადებულმა და აღზრდილმა ახალგაზრდამ, დაოჯახებისთანავე გადაწყვიტა, რომ სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, სოფლის მოძღვარი გამხდარიყო, განა ეს ცოტაა მაშინ, როცა თვით სოფლიდან გარბიან ადგილობრივი ახალგაზრდები?! წაიკითხეთ სტატია სრულად