ავტორი:

"კეზერაშვილს, მერაბიშვილსა და ე.წ. ახალ მენეჯმენტსაც შემუშავებული აქვს მესიჯბოქსი, რომ მე თითქოს ვარ ნაწყენი, არჩევნების შედეგების გამო" - როგორ პასუხობს მელია კალაძის განცხადებას

"კეზერაშვილს, მერაბიშვილსა და ე.წ. ახალ მენეჯმენტსაც შემუშავებული აქვს მესიჯბოქსი, რომ მე თითქოს ვარ ნაწყენი, არჩევნების შედეგების გამო" - როგორ პასუხობს მელია კალაძის განცხადებას

"ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"კალაძისათვის არაფორმალური მართვა, მმართველობის მისაღები და მიღებული ფორმაა, ისევე როგორც კორუფცია არის მისი, როგორც მმართველის არსებობის წყარო. კეზერაშვილს, ვანო მერებიშვილსა და ე.წ. ახალ მენეჯმენტსაც"დიდი ხანია შემუშავებული აქვს მესიჯბოქსი, რომ მე თითქოს ვარ ნაწყენი, არჩევნების შედეგების გამო, თითქოს ეს არის ჩემი და ათასობით თანამოაზრის უკმაყოფილების მიზეზი და არა არაფორმალური მართვა და პარტიაში დემოკრატიული პროცესის არსებობის შესაძლებლობის ანულირება.

ამას მოხერხება უნდა, შეიმუშავო მესიჯბოქსი, რომელსაც ოცნება ტირაჟირებს... არაფორმალური მართვა, მმართველობის რუსული სტილია; ვინც რუსულ მმართველობაში პრობლემას ვერ ხედავს, ამ მმართველობის სტილს პარტიაში აკოპირებს, ვისაც მხოლოდ არაფორმალური მმართველის სახელისა და გვარის შეცვლა უნდა და არა მანკიერი სისტემის რეალური დემონტაჟი, ვისაც ხალხის გარეშე უნდა და წარმოუდგენია მართვა, ყველა ერთია, ივანიშვილიც, მერაბიშვილიც და კეზერაშვილიც, ზოგი ხაბეიშვილს დაარქმევს თავმჯდომარეს და ზოგი ღარიბაშვილს პრემიერს, ისე კი, რასაც სურთ, იმას დაუძახებენ... დროა ყველა მიხვდეს, რომ პრობლემა არა სახელი და გვარი, არამედ მსგავსი ტიპის სისტემის არსებობაა." - წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, კახა კალაძის განცხადებითმ დიდი ხანია, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა.

"დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ ხაბეიშვილი გამოაგდებდა მელიას, ამის შემდეგ ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. გამზადებული ჰყავდათ მელია, რომ პარტიიდან გამოერიცხათ, ამ შემთხვევაში მან დასწრება გადაწყვიტა", - განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე იხილეთ: