ავტორი:

"რუსეთს ყირიმიდან სამხედრო ხომალდები საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში გადაჰყავს" - რას აცხადებენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში

"რუსეთს ყირიმიდან სამხედრო ხომალდები საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში გადაჰყავს" - რას აცხადებენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში

"რუსეთს ყირიმიდან სამხედრო ხომალდები საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში გადაჰყავს", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ვადიმ სკიბიცკიმ Apostrof TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"დამპყრობლებმა სამხედრო ხომალდების ნაწილი უკვე გადაიყვანეს ნოვოროსიისკის პორტში. თუმცა, იქ არ ხერხდება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა ხომალდის განთავსება, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა, რომ ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია გამოიყენოს“, - ვადიმ სკიბიცკის განცხადებას უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.

სკიბიცკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ რუსები ოჩამჩირეში პორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აქტიურ სამუშაოებს აგრძელებენ.