ავტორი:

"ქალი, აფეთქების დროს, ფანჯრიდან გადავარდა..." - ვაზისუბანში ხანძარი ლიკვიდირებულია: რას ჰყვებიან მომხდარზე ადგილობრივები

"ქალი, აფეთქების დროს, ფანჯრიდან გადავარდა..." - ვაზისუბანში ხანძარი ლიკვიდირებულია: რას ჰყვებიან მომხდარზე ადგილობრივები

ვაზისუბანში, სადაც, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალი აფეთქების დროს ფანჯრიდან გადავარდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.