ავტორი:

ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე

ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაზისუბანში, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, 3 ადამიანი დაშავდა.

სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კორპუსის სამი სართული დაზიანდა.

“ბუნებრივი აირია აფეთქებული. ექსპერტიზის და გამოძიების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა აფეთქება.

ხანძარი ლიკვიდირებულია, სახანძრომ სწრაფად იმუშავა. დაზარალებული და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ამ ეტაპზე მთავარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დაზარალებული ოჯახები გაიყვანოს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს და შეამოწმოს კორპუსის მდგრადობა”,- აცხადებს ბესიკ დონაძე.

შემთხვევის ადგილას სახანრო-სამაშველო სამსახური ამ დრომდე ახორციელებს სალიკვიდაციო სამუშაოებს.

ადგილზე იმყოფებიან “თბილისი ენერჯის” და ისანი - სამგორის გამგეობის წარმომადგენლები.