ავტორი:

5 წლის არაბი ბიჭუნა, რომელიც "ჰამასის" წევრებმა დაჭრეს, ისრაელელმა სამხედროებმა გადაარჩინეს - მედია ჯარისკაცებისა და ბავშვის საავადმყოფოში შეხვედრის ემოციურ კადრებს ავრცელებს

5 წლის არაბი ბიჭუნა, რომელიც "ჰამასის" წევრებმა დაჭრეს, ისრაელელმა სამხედროებმა გადაარჩინეს - მედია ჯარისკაცებისა და ბავშვის საავადმყოფოში შეხვედრის ემოციურ კადრებს ავრცელებს

ადამიანური ისტორიებით სავსეა 7 ოქტომბრის ღამე, როდესაც "ჰამასის" ტერორისტები ისრაელში კიბუც ბეერის ტერიტორიას თავს დაესხნენ, ზოგი წამებით მოკლეს, ზოგიც ტყვედ წაიყვანეს.

ისტორია, რომლის შესახებაც ახლა უნდა მოგიყვეთ, 5 წლის არაბ ბიჭზეა. როდესაც "ჰამასის" ტერორისტები რაჰატში (ბედუინებით დასახლებული ყველაზე დიდი პუნქტი ისრაელის სამხრეთ რაიონში.) მუსლიმ ოჯახს თავს დაესხნენ, კაცმა მათ უყვირა: "ჩვენ არაბები ვართ!" რაზეც უპასუხეს: "შენ უფრო ებრაელი ხარ, ვიდრე ებრაელი!". შემდეგ ტერორისტებმა მამა მოკლეს, 5 წლის ათალას კი რამდენჯერმე ესროლეს.

იმ დროს, ათალას მამა, მუშაობდა მოშავ მიტვაჰიმის მახლობლად მდებარე პლანტაციებში, კაცი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ დახვრიტეს.

ტერიტორიაზე ისრაელის ჯარის შესვლის შემდეგ, პოლიციელებმა ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს. მას 5-ჯერ ჰქონდა ცეცხსასროლი იარაღით ჭრილობები მიყენებული.

მიუხედავად იმისა, რომ მისი გადარჩენის შანსი მინიმალური იყო, ადგილზე პირველადი დახმარება გაუწიეს, ბრძოლის ადგილიდან გამოიყვანეს და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ათალა გადარჩა და რამდენიმე დღის შემდეგ, თვალები საავადმყოფოში გაახილა. მის სანახავად ის სამხედროები მივიდნენ, რომლებმაც ბიჭი გადაარჩინეს. ბიჭის ოჯახმა, რომელიც ქალაქ რაჰატში ცხოვრობს, მადლობა გადაეხადა ჯარისკაცებსა და პოლიციელებს, რომლებმაც ათალას სიცოცხლე გადაარჩინეს. ისრაელის მედია წერს, რომ ბიჭუნას თქმით, როცა გაიზრდება, სურს, რომ ჯარისკაცი გახდეს.