ავტორი:

ალა პუგაჩოვამ ისრაელი შვილებთან ერთად დატოვა - სად გადაცხოვრდა მომღერალი ამჯერად?

ალა პუგაჩოვამ ისრაელი შვილებთან ერთად დატოვა - სად გადაცხოვრდა მომღერალი ამჯერად?

ალა პუგაჩოვამ შვილებთან - ლიზასთან და ჰარისთან ერთად ისრაელი დატოვა. არსებული ინფორმაციით, პუგაჩოვამ ქვეყანა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების პერიოდში დატოვა. რუსული მედიის ცნობით, მომღერალი საცხოვრებლად კვიპროსში გადავიდა და იქ მინიმუმ ერთი წელი გეგმავს დარჩენას.

პუგაჩოვა კვიპროსის მოქალაქეა. ჯერ კიდევ 2017 წელს მომღერალმა ზღვის სანაპიროზე 2-მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ვილა იყიდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პუგაჩოვას შვილებმაც მიიღეს კვიპროსის პასპორტები.

სწორედ კვიპროსში ცხოვრობდნენ გარკვეული პერიოდი ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი, შვილებთან ერთად, მას შემდეგ რაც რუსეთი დატოვეს. რამდენიმე თვეში კი ოჯახი ისრაელში დასახლდა: იყიდეს სასახლე და ბავშვებმა ადგილობრივ სკოლაში დაიწყეს სიარული. პუგაჩოვა და გალკინი, თავიანთ მომავალს ისრაელში ხედავდნენ. მაშინაც კი, როცა ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი დაიწყო, ოჯახი არ აპირებდა ქვეყნის დატოვებას, თუმცა როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეცვალეს.

"ჩვენ არ განვიხილავთ სადმე წასვლის შესაძლებლობას. აეროპორტი ღიაა, ავიაკომპანიები მოქმედებენ საკუთარი რისკის ქვეშ. მე და ალას გვინდა მხარი დავუჭიროთ ისრაელელ ხალხს", - თქვა გალკინმა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში "ჰამასი" შეიჭრა. ახლა თვითონ გასტროლებზეა: უცნობია, დაბრუნდება ისრაელში თუ კვიპროსზე ოჯახს შეუერთდება.