ავტორი:

პუტინი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გამო შეშფოთებულია და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად დაშვებას ითხოვს

პუტინი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გამო შეშფოთებულია და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად დაშვებას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად დაშვებას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

თავის ბრაზილიელ კოლეგასთან, ლუის ინასიო ლულა და სილვასთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად დაშვება მოითხოვა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

"ლიდერებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობის ზრდის გამო და მათ ისაუბრეს ცეცხლის შეწყვეტის ფუნდამენტური მნიშვნელობის, ღაზას სექტორიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად დაშვების შესახებ“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.