ავტორი:

უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილი ცნობილ ქმარს სკანდალურად დაშორდა - "ქალები გამიგებენ, ამირანმა ძვირფასეულობა მომპარა, ჩემზე ძალადობდა"

უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილი ცნობილ ქმარს სკანდალურად დაშორდა - "ქალები გამიგებენ, ამირანმა ძვირფასეულობა მომპარა, ჩემზე ძალადობდა"

უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილის, მარიამ ტილიაევას პირადი ცხოვრება ბოლო დროს მედიის განხილვის თემაა და მისი ამბავი ქართული მედიისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. თუ რატომ, ამას სტატიაში შეიტყობთ.

მარიამ ტილიაევამ და მისმა უკვე ყოფილმა ქმარმა, ამირან სარდაროვმა დაშორების შესახებ გასულ წელს, ქორწილიდან სულ რაღაც ცხრა თვის შემდეგ განაცხადეს. თუმცა ცნობილი გახდა, რომ წყვილი ამ დრომდე ოფიციალურად დაქორწინებული იყო. დღეს უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ ქმარს ოფიციალურად დაშორდა.

  • ოჯახის დანგრევის მიზეზებზე ხმამაღალი განცხადებები გააკეთა ექსპრეზიდენტის შვილიშვილმა, რასაც მედიაში სკანდალი მოჰყვა. მარიამმა ამირანი ოჯახურ ძალადობასა და იმ სამკაულების მოპარვაში დაადანაშაულა, რომელიც გავლენიანმა ბაბუამ ისლამ კარიმოვმა აჩუქა.

"გოგონები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში იყვნენ, გამიგებენ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი მომეხსნა. ახლა ისე მარტივად და თავისუფლად ვარ, რომ მინდა, ყველაზე მაღალ ადგილზე ავიდე და ამის შესახებ ვიყვირო... გამოიცანით, რას ვგულისხმობ? ორწელიწადნახევარი ოფიციალურად ვიყავი გათხოვილი, საიდანაც რვა თვე მქონდა ურთიერთობა და დანარჩენი დრო ერთად არ ვყოფილვართ. ახლა კი დადგა დღე, როცა შემიძლია ოფიციალურად გამოვაცხადო ეს ნანატრი ამბავი - საბოლოოდ დავშორდი.

ამ გამოცდილების წყალობით გავხდი უფრო ფრთხილი. ახლა ისევ თავისუფალი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. მე შემიძლია საკუთარი საქმეების, დროის, ფინანსების და გეგმების მართვა. ამ დიდი მოვლენის პატივსაცემად, გადავწყვიტე ოთხშაბათს ტაშკენტში წვეულება მოვაწყო", - წერს ტილიაევა სოციალურ ქსელში.

ტილიაევამ პოპულარობა ამირან სარდაროვთან ქორწინების წყალობით მოიპოვა. კაცი ცნობილი ბლოგერია, მას "იუთუბზე" ხუთ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. გამოირჩევა სკანდალური ვიდეოებით, არასოდეს აკლდა ქალების ყურადღება და ის ერთ-ერთი ვლოგერია, რომელიც რეკლამის წყალობით მილიონობით დოლარს შოულობს.

ეთნიკურად ეზიდია. რუსული მედია წერს, რომ ბლოგერი 1986 წლის 19 აგვისტოს რუსეთის დედაქალაქში დაიბადა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიჭის მშობლებმა საქართველოში გადასვლა გადაწყვიტეს. თავად ამირანის თქმით, ის კავკასიიდანაა.

ერთ-ერთ წიგნში ბიჭმა მამას სასტიკი პიროვნებად უწოდა. მისი თქმით, დედამისი სულ ქმარს გაურბოდა. ამირანი ამტკიცებს, რომ განათლება პრაქტიკულად არ მიუღია. სკოლაში ხშირად დასცინოდნენ "არარუსული“ წარმოშობის გამო, ამიტომ დედამ შვილი სახლში წაიყვანა და შინ ამეცადინებდა.

ყოფილი ცოლის ბრალდებებზე ცნობილ ვლოგერს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.