ავტორი:

რუსეთში 53 წლის ქალმა 22 წლის შვილობილზე იქორწინა - "აისილუ დანიელს რვა წლის განმავლობაში ზრდიდა"

რუსეთში 53 წლის ქალმა 22 წლის შვილობილზე იქორწინა - "აისილუ დანიელს რვა წლის განმავლობაში ზრდიდა"

რუსეთში, თათარსტანის რესპუბლიკაში 53 წლის აისილუ ჩიჟევსკაია-მინგალიმმა 22 წლის შვილობილზე, დანიელზე ოფიციალურად იქორწინა. საზოგადოება ამ ქორწილს ცუდად შეხვდა, მათ მთელი დღეების განმავლობაში მისდით სოციალური ქსელით გინების შემცველი მესიჯები და სამარცხვინოებს უწოდებენ.

აისილუ დანიელს რვა წლის განმავლობაში ზრდიდა. ქალის თქმით, ისინი ისე დაუახლოვდნენ, რომ როდესაც ბიჭი გაიზარდა, მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი.

ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს, მას შემდეგ რაც აისილუმ ყაზანის ბავშვთა სახლში მასწავლებლად მუშაობა დაიწყო. როდესაც ბიჭმა მე-14 დაბადების დღე აღნიშნა, აისილუმ ის ოფიციალურად იშვილა. დანიელს სიმღერის ნიჭი ჰქონდა და მათ ერთად დაიწყეს დუეტის შესრულება და წარმატებასაც მიაღწიეს.

მაგალითად, ქალის ძალისხმევით დანილმა მონაწილეობა მიიღო შოუში "შენ ვარსკვლავი ხარ!" და ფინალშიც გავიდა, სადაც ფილიპ კირკოროვთან დუეტში იმღერა. ბიჭი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში და ჩაწერა რამდენიმე მუსიკალური ალბომი.

როგორც კი ქორწილის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გამოჩნდა, ამან სერიზული ნეგატივი გამოიწვია. საზოგადოებამ ვერ მიიღო ასეთი უჩვეულო გაერთიანება, განსაკუთრებულად თათარსტანში, სადაც პატივს სცემენ ოჯახს და ტრადიციას.

წყვილი ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს სიძულვილს და აღიარებს, რომ მათთვის მთავარი ჰარმონიაა. ისინი არ აქცევენ ყურადღებას არც 30-წლიან ასაკობრივი სხვაობას. სხვათა შორის, დანიელის გარდა, აისილუს შვიდი შვილი ჰყავს, რომელთაგან მხოლოდ ერთია ბიოლოგიური.

ქალი არა მხოლოდ ვოკალის პედაგოგია, ის მუშაობდა სტილისტად და ვიზაჟისტად ტელევიზიაში. გარდა ამისა, მას აქვს მუსიკალური განათლება და უკრავს ვიოლინოზე. საკუთარი სტუდიის დახურვის შემდეგ, იძულებული გახდა ბავშვთა სახლში წასულიყო სამუშაოდ.