ავტორი:

აფხაზი მებრძოლი უკრაინელების ტყვეობაში ჩავარდა - რას აცხადებენ ოკუპირებულ რეგიონში

აფხაზი მებრძოლი უკრაინელების ტყვეობაში ჩავარდა - რას აცხადებენ ოკუპირებულ რეგიონში

ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა ე.წ. მინისტრი ლევ კვიცინია აცხადებს, რომ აფხაზეთის "მოქალაქე" უკრაინაში ტყვედ ჩავარდა.

"სამწუხაროდ, ასეთი პრეცედენტი არსებობს. აფხაზეთის მოქალაქე ტყვეობაში იმყოფება და ჩვენ უკვე ვმუშაობთ მისი გათავისუფლების საკითხზე. ჩვენი ბიჭები დონბასშიც აქტიურად მუშაობენ“, - თქვა კვიცინიამ 23 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე.

კვიცინია, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლად დანიშნეს "რუსეთის ფედერაციის ახალ რეგიონებში“, აცხადებს, რომ "მსგავსი საკითხები, სამწუხაროდ, დროს მოითხოვს და მალე არ წყდება“.

"ნათესავები ჩვენთან და პრეზიდენტთან იყვნენ მოსულები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ“, - დაამატა ლევმა.

"მინისტრმა“ არ დაასახელა ტყვედ ჩავარნილი მოქალაქის სახელი, ასევე არც სხვა გარემოებაზე ისაუბრა. აფხაზი მებრძოლები უკრაინაში რუსეთის სამოხალისეო ფორმირებებში იღებენ მონაწილეობას.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე