ავტორი:

რას ამბობს ირაკლი კობახიძე ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხზე

რას ამბობს ირაკლი კობახიძე ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხზე

ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის ყველაფერი კეთდება, მაგრამ საკითხი არის რთული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება საკითხის მოგვარებაში ბოლომდეა ჩართული.

"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ბოლომდე არის ჩართული ამ საკითხში, თუმცა საკითხი არის ურთულესი, საკითხი არის რთული. პრაქტიკულად, ყველა სხვა შემთხვევაში მოხერხდა შედეგის მიღწევა, თუმცა ეს არის ის შემთხვევა, სადაც ხელისუფლებისთვის შედეგის მიღწევა რთულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ძალისხმევას არ მოაკლებს იმას, რომ აქ შედეგი მივიღოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც შეეხება ბებუას გათავისუფლებას, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს. თუმცა საკითხი არის რთული“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუა 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მან გალის რაიონში "აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა“ დაწვა. მას ცხრაწლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯეს.