გუშინ, ვაზისუბანში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.
ადამიანი, რომელიც აფეთქებას უვნებელი გადაურჩა, "პირველებთან" მომხდარის შესახებ ჰყვება:
"ცეცხლმოკიდებული გამოვედი გარეთ. აფეთქების დროს, ბავშვმა რომ კივილი დაიწყო, მერე ავდექი, თორემ მე შეიძლება ვერც გამომეღწია. სამზარეულოში შემოვარდა ცეცხლი. ჩემს უკანაც ქალი გამოაგდო ცეცხლწაკიდებული, ზემოდანაც ქალი ჩამოვარდა.
მე და ბავშვი ჩახუტებულები მოვდიოდით და ზემოდან ქალი მოფრინავდა, ეგრევე გადმოაგდო, ისეთი აფეთქება იყო. სველი ნაჭერი დავიფარე თავზე, ბავშვი უბეში ჩავისვი. მთელი დღე სუნი იყო, სამჯერ მოვიდნენ, მაგრამ ვერაფერი ვერ დაადგინეს. მოვიდა თუ არა გაზი, ეგრევე აფეთქება მოხდა". - ამბობს თვითმხილველი.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება გუშინ მოხდა. ქალბატონი, რომელიც მძიმედ დაშავდა, დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.