ავტორი:

ცხოვრება სათვალის გარეშე - 5 მიზეზი მხედველობის ლაზერული კორექციისთვის

ცხოვრება სათვალის გარეშე - 5 მიზეზი მხედველობის ლაზერული კორექციისთვის

თანამედროვე ადამიანისთვის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე მხედველობის დარღვევები, თვალის სამკურნალო წვეთები, სათვალე, ლინზა ყოველდღიურობის დიდი გამოწვევა და პრობლემაა. სათვალე თუ ლინზა მხედველობას აუმჯობესებს, თუმცა ხშირად სხვადასხვა აქტივობაში ხელს გვიშლის. შექმნილი დისკომფორტის მიუხედავად, თითოეული კადრის აღსაქმელად ყოველდღიურ საქმიანობაში სათვალეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როცა ახლომხედველობის, შორს მხედველობისა ან/და ასტიგმატიზმის დიაგნოზი გვაქვს.

წარმოვიდგინოთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მხედველობის სათვალე დისკომფორტს გვიქმნის და მის მოხსნაზე ვოცნებობთ:

  • ფიზიკური აქტივობები, ფიტნეს დარბაზში ვიზიტები და სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები;
  • აუზსა და ზღვაზე დასვენება - წარმოიდგინეთ, როცა ზღვის ტალღებში ლივლივებთ, მზის აბაზანებს იღებთ, სრული განტვირთვისთვის ემზადებით და ამ დროს, თქვენი სათვალის მინები წყლის შხეფებით ინამება და მხედველობაში ხელს გიშლით;
  • თხილამურებით სრიალი - მთის ფერდიდან თხილამურით სრულად ეკიპირებული ეშვებით და ამ დროს თქვენს სათვალეს თოვლის ფიფქები ეცემა ან სიცივისგან მინები იბურება/იყინება - ეს ხომ ნამდვილად დიდი დისკომფორტია;
  • ცხელი სადილის მირთმევა ან ყავის/ჩაის დალევა - როდესაც დაღლილი ხართ და გშიათ, რა შეედრება ცხელი კერძისა და კაპუჩინოს მირთმევას, მაგრამ თქვენ ყოველთვის გიწევთ დალოდება თქვენი ულუფის გაგრილებისთვის, რომ სათვალის მინები არ დაიორთქლოს;
  • პარასკევს სამეგობროს, ალბათ, ტრადიციად გაქვთ ქცეული კლუბური გართობა ბევრი ცეკვითა და სასმლით, მაგრამ თქვენი ილეთები შეზღუდულია იმიტომ, რომ შემთხვევით სათვალე არ გაგიტყდეთ.

ამ გამოწვევების ფონზე, თუ ინფორმაციას კარგად მოიძიებთ, ნახავთ, რომ თანამედროვე მედიცინა პრობლემის გადაჭრის მარტივ გზას გვთავაზობს. მხედველობის ლაზერული კორექცია უკვე რამდენიმე ათეული წელია აპრობირებული მეთოდია, რომლის საშუალებითაც ათასობით ადამიანმა მხედველობა აღიდგინა და სათვალესა თუ კონტაქტურ ლინზებს დაემშვიდობა.

ამიერკავკასიაში პირველი ფემტო-ექსიმერული ლაზერი საქართველოში „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა შემოიტანა 2011 წელს და მას შემდეგ აპარატის მუდმივი განახლება ხდება. სულ ახლახანს კი ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი აღიჭურვა მხედველობის ლაზერული კორექციის უახლესი თაობის, „კარლ ცაისის“ ფემტო-ექსიმერული ლაზერით MEL90. მხედველობის ლაზერული კორექცია რამდენიმე წამში ხორციელდება და ჩარევის დასრულებისთანავე შესაძლებელია:

  • უარი თქვათ მხედველობის სათვალესა და ლინზებზე;
  • სრულად აღიდგინოთ მხედველობა;
  • გაიუმჯობესოთ თვალის ფოკუსირების უნარი;
  • პროცედურა გამოირჩევა მაღალი სანდოობით, უსაფრთხო და უმტკივნეულოა.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, მედიცინის დოქტორი მარიამ გოლოვაჩოვა განმარტავს, ახალი აპარატი რქოვანას ანათალის გაკეთების დროს ცვლის კერატომს ანუ დანას და სამედიცინო ჩარევა ტარდება სრულად ლაზერით.

„მხედველობის ლაზერული კორექცია რამდენიმე წამიანი პროცედურაა, რომლის შემდეგაც პაციენტი რეფრაქციული მანკისგან თავისუფლდება. ლაზერული კორექციის დროს იცვლება თვალის წინა ზედაპირის გამჭვირვალე ნაწილის, რქოვანას ფორმა და სისქე, შედეგად ხდება მხედველობის გაუმჯობესება და პაციენტი ცხოვრობს სათვალის ან კონტაქტური ლინზის გარეშე. ეს პროცედურა ტარდება ახლომხედველობის ანუ მიოპიის, შორსმხედველობის ანუ ჰიპერმეტროპიის და ასტიგმატიზმის შემთხვევაში,“ - განმარტავს მარიამ გოლოვაჩოვა.

მისივე განმარტებით, წინასაოპერაციო პერიოდში პაციენტს უტარდება კვლევები, რომელიც უსაფრთხოებისა და გარანტირებული შედეგის მიღების წინაპირობაა. კვლევებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია რქოვანის ტოპოგრაფიას, რომლის დროსაც ხდება რქოვანის სიმრუდის, სისქის და სხვა პარამეტრების გამოკვლევა და პაციენტის მონაცემების შეფასება საერთაშორისო პროტოკოლებთან მიმართებაში.

„პაციენტები, რომლებსაც ჯანმრთელი რქოვანა აქვთ და აკმაყოფილებენ პროტოკოლში არსებულ მონაცემებს, რეფრაქციული ოპერაცია უტარდებათ. პროცედურა არის მარტივი, ხანმოკლე და უსაფრთხო, რომლის დროსაც გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზიისთვის თვალის წვეთები. მზადდება რქოვანას ანათალი ე.წ. ფლეპი და ამ ანათალის ქვეშ ხდება ფემტო-ექსიმერული ლაზერით რქოვანის ფორმის და სისქის შეცვლა. ყველა დეტალი არის წინასწარ დაპროგრამებული აპარატში. უახლესი ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ფლეპი ანუ ანათალიც ლაზერით გავაკეთოთ. ანათალის სისქე და დიამეტრი თითოეული პაციენტისთვის განისაზღვრება ინდივიდუალურად. ცაისის MEL90 განსაკუთრებულობა არის the Triple-A, განვითარებული აბლაციის ალგორითმი. ეს არის აბლაციის ერთი პროფილი სფერო-ცილინდრული (SCA) კორექტირების ფართო სპექტრისთვის, რომელიც ამარტივებს მკურნალობის დაგეგმვას. Triple-A გვთავაზობს მაღალი ხარისხის სიზუსტეს, განმეორებადობას და პროგნოზირებადობას, ასევე უპირატესობებს, როგორიცაა გამოწვეული სფერული აბერაციების კონტროლირება და ქსოვილის დამზოგველი აბლაცია. კარლ ცაისის თანამედროვე ლაზერს ინტრაოპერაციულად შეუძლია 1 დიოპტრიის აბლაცია ჩაატაროს ისეთ მცირე დროში, როგორიცაა 1.3 წამი, რაც გვეხმარება ქირურგის და პაციენტის დროის დაზოგვაში.

სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ოპერაცია უკვე უკეთდებათ ისეთ პაციენტებსაც, რომლებსაც აქვთ თხელი რქოვანა ან რთული სფერულ-ცილინდრული რეფრაქცია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარლ ცაისის ფემტო-ექსიმერული ლაზერი MEL90 თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი პლატფორმაა და ის აერთიანებს საიმედო შედეგებს, დადასტურებულ უსაფრთხოებას და ინდივიდუალურად შექმნილი ვარიანტების მრავალფეროვნებას,“ - დაამატა მარიამ გოლოვაჩოვამ.

რეფრაქციული ოპერაციის შემდეგ პაციენტს 2-3 საათის განმავლობაში აქვს უმნიშვნელოდ დაბინდული მხედველობა, აღენიშნება ცრემლდენა და უცხო სხეულის შეგრძნება. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი მას სრულად უბრუნდება მხედველობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან მოკლეა რეაბილიტაციის პერიოდი და ერთადერთი შეზღუდვაა ჩარევიდან 10 დღის განმავლობაში მზეზე ყოფნის, ცურვის და ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება. 10 დღის შემდეგ კი პაციენტი ცხოვრების სრულყოფილ რიტმს უბრუნდება.

R