ავტორი:

"მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება გადამალული გაქვთ... ვფიქრობ, ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს, მაგრამ ბატონო ირაკლი, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე" - რას წერს იზა ომაძე?

"მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება გადამალული გაქვთ... ვფიქრობ, ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს, მაგრამ ბატონო ირაკლი, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე" - რას წერს იზა ომაძე?

ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე, შვილის მკვლელობიდან 2 წლის შემდეგაც სამართლიან გამოძიებას ითხოვს და მთავარ პროკურატურას მიმართავ.

  • როგორც ამბობს, რვატომიანი საქმე ამ დრომდე თაროზეა შემოდებული. იზა ომაძე საგამოძიებო უწყებას კითხვით მიმართავს, რატომ ან ვის გამო აფერხებენ გამოძიებას.

"მთელი ემოციით სულმოუთქმელად მგონი არავის უსმენია თქვენთვის საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia... ვფიქრობდი, ახლა მაინც ორ სიტყვას იტყოდით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თაროზე შემოდებულ რვა ტომზე, მაგრამ ისევ ამაოდ, ვის ვერ ეწინააღმდეგებით, ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს, მე დედამ - იზა ომაძემ თუკი რამ ვიცოდი ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც ჩამიდეთ საქმის მასალებში იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი, ბატონო ირაკლი!!! მე მეტი არაფერი ვიცი და რაც თქვენ იცით რატომ არ გინდათ ღიად განაცხადოთ, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე არა!!!

რატომ სარგებლობთ იმით, რომ რაც ჩემს შვილს არ მოეწონებოდა იმ მეთოდებით ვერ ვიბრძვი. უფალი კი ვიცი, რომ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ ჩემს უფალს ჩემთვის არ უსწავლებია ბოროტებაზე თვალის დახუჭვა, თქვენს მიერ ნიკო კვარაცხელიას საქმის არ გამოძიება მაფიქრებინებს, რომ კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს და ვინ არის უზენაესი ნეტავ ???? მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება არსებობს და გადამალული გაქვთ რის ფასად???

P.S. მეგობრებო ნიკოს სურათს ჩემს გვერდზე ყოველთვის ვაზიარებ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ სურათებს, ეს ვიდეო რგოლი განსაკუთრებით მიყვარს, იმიტომ რომ ნამდვილი და გულუბრყვილოა ჩემი ბიჭი ამ კადრზე, როცა ამ ცხენზე ამხედრებულ ნიკოს ვუყურებ მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას “დარდიმანდი”, რომელიც მიქროდა მთელი სისწრაფით რადგან იცოდა რომ დღეს თუ ხვალ აუცილებლად დამარცხდებოდა და მისი როლი მანქანებით სავსე ქალაქში სულ უფრო გაუფასურდებოდა ამ ცხენს ნამდვილად არ ვიცი რა ჰქვია, ის კი ვიცი რომ ჩემმა ბიჭმაც თავის მისია კაცურად შეასრულა და გაქროლდა მარადისობისკენ, ჩვენ კი დაგვანახა არაკაცები რომ ჰყოლია ქვეყანას ( აბა ადამიანს, კაცს- მისი მკვლელობა როგორ უნდა მოსვლოდა თავში და მერე ამის დაგეგმვა ეწარმოებინა ლამის მსოფლიო მასშტაბით ჩაეთრია ახალგაზრდები)!!!

ნიკოს ცხენი კი როგორც ერთმა ახლობელმა მშობლიური სოფლიდან აღნიშნა, აუცილებლად გაქროლდება თანატოლებისთვის, სწორი ღირებულებებით სწორი მიმართულებისკენ ფრთხილადო გვეუბნებიან ახლობლები!!!!რისთვისღა ფრთხილად, მე უკვე სიკვდილს ვიცნობ. ის გაცილებით კარგი ვინმეა, მან ჩემი შვილი ჩაიხუტა" - წერს იზა ომაძე.

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.