ავტორი:

როგოზინმა უკანალში დაჭრის შემდეგ, პუტინს უკრაინაზე კოსმოსური რაკეტით დარტყმა შესთავაზა - რას წერს გერმანული გამოცემა?

როგოზინმა უკანალში დაჭრის შემდეგ, პუტინს უკრაინაზე კოსმოსური რაკეტით დარტყმა შესთავაზა - რას წერს გერმანული გამოცემა?

როგორც გერმანული გამოცემა Bild- ი იტყობინება "როსკოსმოსის" ყოფილმა ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა, დაბომბვისას, უკანალში დაჭრის შემდეგ, პუტინს უკრაინაზე კოსმოსური რაკეტით დარტყმა შესთავაზა. მან ჭრილობა გასული წლის მიწურულს, დროებით ოკუპირებულ დონეცკში მიიღო, როდესაც ოკუპირებულ რეგიონის ერთ-ერთ რესტორანში დაბადების დღეს აღნიშნავდა. უკრაინელების დაბომბვის შედეგად იმჟამად როგოზინი როგორც მედია წერდა დუნდულაში დაიჭრა. რესტორანში მოლხენისას ასევე დაიჭრა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი ვიტალი ხოცენკო, მისი დაცვის წევრი კი გარდაიცვალა.

როგორც გერმანული გამოცემა Bild- ი იტყობინება, ამის შემდეგ, ა.წ. 16 იანვარს მან დიქტატორ ვლადიმერ პუტინს ეს "გენიალური" გეგმა შესთავაზა. "ამ იდეაზე დიქტატორის რეაქცია როგორი იყო, უცნობია", - წერს გამოცემა.

Bild- ი ირწმუნება, რომ მიიღო როგოზინისა და სარაკეტო-კოსმოსური ცენტრ "პროგრესის" გენერალურ დირექტორის, დიმიტრი ბარანოვის საუბრის ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, ისინი საუბრობენ კოსმოსური რაკეტის გამშვების საშუალებით უკრაინის დიდ ქალაქებზე დარტყმის ტექნიკურ დეტალებზე, რის მერეც როგოზინი და ბარანოვი მივიდნენ დასკვნამდე, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ასაფეთქებელი ნივთიერებებით რაკეტის გაშვება პლესეცკის კოსმოდრომიდან (რუსეთის ფედერაციის არხანგელსკის ოლქი).