ავტორი:

"საშინელება ტრიალებს, ბავშვები დედას კითხულობენ" - ვინ არიან ახმეტის ავარიისას დაღუპული რძალ-მული?

"საშინელება ტრიალებს, ბავშვები დედას კითხულობენ" - ვინ არიან ახმეტის ავარიისას დაღუპული რძალ-მული?
  • ფოტო: ნათია ჭიჭიაშვილი და ნათია ფარეულიძე

ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სწრაფად მოძრავი "ლენდ როვერის" მარკის ავტომობილი, სადაც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ მძღოლის მეუღლე ნათია ჭიჭიაშვილი და მძღოლის და ნათია ფარეულიძე. დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ერთ-ერთ მათგანი წუხელ თბილისში გადმოიყვანეს. დაღუპულები სოფელ ალვანიდან იყვნენ.

"ამბობენ, რომ მანქანა გაუმართავი იყოო, ვეუბნებოდით, ამ მანქანით ნუ დადიხარო. საშინელება ტრიალებს, ბავშვები დედას კითხულობენ" - ამბობენ დაღუპულების ოჯახის ახლობლები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.