ავტორი:

ბომბის კომპონენტები საზღვარზე კატის სათავსოთი გადაიტანეს, სამიზნე დუგინი იყო - დაგეგმა თუ არა დარია დუგინას აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა?

ბომბის კომპონენტები საზღვარზე კატის სათავსოთი გადაიტანეს, სამიზნე დუგინი იყო - დაგეგმა თუ არა დარია დუგინას აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა?

არცერთი ასეთი ოპერაცია არ განხორციელებულა ვლადიმერ ზელენსკის თანხმობის გარეშე - ბომბის კომპონენტები საზღვარზე კატების სათავსოთი გადმოიტანეს - დაგეგმა თუ არა დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა?

გავლენიანი The Washington Post-ი წერს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ათობით სპეცოპერაცია ჩაიდინეს, როგორც სეპარატისტებისა და კოლაბორანტების, ასევე რუსი სამხედროებისა და ომის მხარდამჭერების წინააღმდეგ. ამ ინფორმაციას ჟურნალისტები ოცზე მეტი ამჟამინდელი და ყოფილი, უკრაინელი და დასავლელი უმაღლესი ოფიციალური პირისა და დაზვერვის ოფიცრის ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

გამოცემის ცნობით, ოპერაციებში უკრაინული ქვედანაყოფების ელიტური დაჯგუფებები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა გაიარეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკულ სააგენტოს არ მიუღია მონაწილეობა ისეთ ოპერაციებში, რომლებიც სიკვდილთან იყო კავშირში.

The Washington Post-ი ვარაუდობს, რომ სწორედ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობაა 2022 წლის აგვისტოში დარია დუგინას მკვლელობა. მისივე ცნობით, ბომბის კომპონენტები საზღვარზე კატების სათავსოთი გადმოიტანეს. ავტომობილი, რომელიც საზღვარზე გადმოვიდა ნატალია ვოვკს ეკუთვნოდა. იმავე მანქანაში ისხდნენ მისი დედა და 12 წლის ქალიშვილი. The Washington Post-ის ვარაუდით, სამიზნე თავად დუგინი იყო, რომელიც სხვა მანქანაში ბოლო მომენტში ჩაჯდა.

2015 წლის შემდეგ, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა უკრაინულ სპეცსამსახურებში ათობით მილიონი დოლარი ჩადო. საუბარია იმაზეც, რომ სწორედ მისი წყალობით, უკრაინის დაზვერვის მთავარი მიმართულება რამდენიმე წლის განმავლობაში ფაქტობრივად, თავიდან შეიქმნა. უკრაინული სპეცსამსახურის თანამშრომლები წვრთნებს გადიოდნენ როგორც უკრაინის, ასევე აშშ-ის სპეციალურ ობიექტებზე. ვაშინგტონმა კი ახალი შენობების მშენებლობა დააფინანსა იმის შიშით, რომ ძველები რუსული დაზვერვის მიერ იყო კომპრომეტირებული.

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მხარდაჭერით, უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნა იზოლირებული ქვედანაყოფი, რომელიც რუსულ მიმართულებაზე იყო სპეციალიზებული. სადაზვერვო სამსახური უზრუნველყოფდა უსაფრთხო საკომუნიკაციო და მოსასმენ აღჭურვილობას, ასევე შენიღბვას, რაც ოკუპირებულ ქალაქებში შეღწევას აადვილებდა.

როგორც The Washington Post-ი წერს, 2014 წლის ყირიმის ანექსიამდე, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისა და უკრაინის თანამშრომლობა წარმოუდგენელი მასშტაბებით ვითარდებოდა.

The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა "სასიკვდილო ოპერაციებმა" გაართულა თანამშრომლობა და ვაშინგტონისა და კიევის ზოგიერთი ოფიციალური პირი შეაშფოთა.

ამასთანავე, The Washington Post-ის თანამოსაუბრეების თქმით, არცერთი ასეთი ოპერაცია არ განხორციელებულა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის თანხმობის გარეშე. ამერიკული გამოცემის თქმით, კომენტარის გაკეთება მისმა პრესსამსახურმაც არ ისურვა.

Washington Post-ის ზოგიერთმა წყარომ ასევე გამოხატა შეშფოთება უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების მიერ მიზანმიმართული ოპერაციების ჩატარების გამო: მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამბობენ, რომ ასეთი ტაქტიკა შესაძლოა, ახლა გამართლებულად გამოიყურებოდეს, მომავალში მათი კონტროლი რთული იქნება.

"ჩვენ ვხედავთ 1970-იან წლებში "მოსადის" მსგავსი სადაზვერვო სააგენტოების დაბადებას“, - განაცხადა The Washington Post-თან ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

  • ავტორი ეკა დარჩიაშვილი