ავტორი:

"უნგრეთს არავინ ავალდებულებს, რომ ევროკავშირის წევრი იყოს" - როგორ პასუხობს ბორელი ორბანის განცხადებას?

"უნგრეთს არავინ ავალდებულებს, რომ ევროკავშირის წევრი იყოს" - როგორ პასუხობს ბორელი ორბანის განცხადებას?

უნგრეთს არავინ ავალდებულებს, რომ ევროკავშირის წევრი იყოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ჯოზეფ ბორელმა, ევროპული რეფორმების ცენტრის ყოველწლიურ კონფერენციაზე „ევროპა და მსოფლიო“ საუბრისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეახსენა, რომ მის ქვეყანას არავინ ავალდებულებს იყოს ევროკავშირის წევრი.

„ყოველ შემთხვევაში, არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი. ეს არის თავისუფალი არჩევანი. უნგრეთმა იცის საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი, ქუჩებში რუსული ტანკებით, მაშინ 9 წლის ვიყავი. მართალი გითხრათ, მე ვერ ვხედავ მსგავსებას ბუდაპეშტის საბჭოთა ოკუპაციასა და მას შორის, რაც ბერლიმონტში (ევროკომისიის შტაბ-ბინა) ხდება. იქ მე არც ერთი ტანკი და იარაღი არ მინახავს“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ორბანმა უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციას შეადარა.