ავტორი:

"ლიკვიდირებულია "ჰამასის" ერთ-ერთი მეთაური, რომელიც მუჰამედ ალ-დეიფთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა" - ისრაელის თავდაცვის ძალები

"ლიკვიდირებულია "ჰამასის" ერთ-ერთი მეთაური, რომელიც მუჰამედ ალ-დეიფთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა" - ისრაელის თავდაცვის ძალები

ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორში საჰაერო იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ ჩრდილოეთ ხან იუნის ბატალიონის მეთაური, ტაისირ მუბაშერი.

„მუბაშერს სამხედრო სფეროში დიდი გამოცდილება ჰქონდა, იგი ტერორისტულ თავდასხმებს ხელმძღვანელობდა და მუჰამედ ალ-დეიფთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.