ავტორი:

"ღაზის დამარცხება იბერთაგან" - უცნობი სირიული და ლათინური წყაროები დავით აღმაშენებელზე

"ღაზის დამარცხება იბერთაგან" - უცნობი სირიული და ლათინური წყაროები დავით აღმაშენებელზე
  • ბექა ჭიჭინაძის ბლოგი - საქართველოს ისტორიის უცნობი წყაროები

უცნობი სირიული და ლათინური ცნობები დავით აღმაშენებელზე, გამოქვეყნდა ჩემს წიგნში "საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობა და ქართულ-ჯვაროსნული ურთიერთობები“.

ანონიმი სირიელი:

"ღაზი, რომელზეც ვლაპარაკობთ, იქმნა დიდი და ძლევამოსილი. იგი გაამპარტავანდა, რადგანაც მისი ძალაუფლება გავრცელდა სუკმანის ძეზე, მის ძმაზე და დავიდზე, მის ბიძაშვილზე, ვიდრე ატორამდე, სომხეთამდე და იბერთა საზღვრებამდე. მისი ხალხი და მისი მოკიდებულები გაბატონდნენ მთელ სომხეთზე, ამდენად, შეტაკება მომწიფდა მათსა და იბერთა მეფეს შორის, რომელსაც ერქვა დავითი. ღაზი გათამამდა და შეკრიბა მთელი მისი ტომის კაცები, რომლებიც დაფანტული იყვნენ ურიცხვ ხალხში და შევიდა იბერთა ქვეყანაში.

ამ ამბის ცნობისას, დავითმა, იბერთა მეფემ, შეკრიბა თავისი ჯარისკაცები და გაემართა მის შესახვედრად. გააგრძელეთ კითხვა