ავტორი:

"როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია" - რას აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის შესახებ

"როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია" - რას აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის შესახებ

"როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია იმიტომ, რომ მას პრეზიდენტობის ვადა უმთავრდება და პოლიტიკაში დარჩენა უნდა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც კანდიდატის სტატუსის მოპოვების მიმართულებით პრეზიდენტის მოქმედებები და გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ოპოზიციასთან კოორდინაცია და აფილაციაც სწორედ პოლიტიკაში დარჩენის სურვილით აიხსნება.

"მე ასე ავხსნიდი, რომ ყველაფერი უკავშირდება მის ამ სურვილს, რომ ალბათ პოლიტიკაში დარჩენა უნდა. მისი აფილაცია, კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს. მე ზედმეტი კომენტარის გაკეთება აღარ მსურს, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ოპოზიციაში პოზიტიური მოლოდინები არსებობს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და თავის გამართლებას ცდილობენ ისეთი უსუსური განცხადებებით როგორიცაა - "კანდიდატის სტატუსი" ხალხმა უნდა მიიღოს“.

"საერთოდ ძალიან უსუსურად გამოიყურება მთელი ეს ოპოზიცია. ისინი ამბობენ, რომ "თუ მიიღებს სტატუსს ქვეყანა...“ როგორც ჩანს, მათ იციან, რომ მართლაც რაღაც პოზიტიური დინამიკაა, რაღაც ხდება, პოზიტიური მოლოდინები არსებობს, და წინასწარ თავს იზღვევენ და ასეთი უსუსური გამართლება აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხმა უნდა მიიღოს.

უკაცრავად და ხალხის არჩეული მთავრობა ვართ ჩვენ, ხალხის დაკვეთას ვასრულებთ ჩვენ, მთავრობა. ხალხის დაკვეთა იყო ის, როცა მე პირადად მქონდა ის ბედნიერება, რომ ხელი მოვაწერე ასოცირების შეთანხმებას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი, მოვაწერეთ ხელი თავისუფალ ვაჭრობას და ევროპული პერსპექტივა მივიღეთ, რომელზეც ვერ იოცნებებდა ვერც სალომე ზურაბიშვილი, ვერც ოპოზიცია და ვერც ვერავინ ქვეყანაში, ეს ყველაფერი გააკეთა "ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ. სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, ხალხთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.