ავტორი:

დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე

დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე

18 ოქტომბერს, საქართველოში „კერხერის“ (Kärcher) ინიციატივით დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე აღინიშნა. ტრადიციულად, „კერხერი“ მის პარტნიორ კომპანია „სუფთა სამყარო ( Clean World )-სთან ერთად წელს ლოჯისტიკური კომპანია "ლასარე"-ს დასუფთავების თანამშრომლებს შეხვდა და რვა თანამშრომელს მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის - სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეს დღე უკვე მეექვსედ აღინიშნება საქართველოში.

„დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღის“ იდეა 2015 წელს ახალ ზელანდიაში დაიბადა (კომპანია BSCNZ-მ დაარსა Thank Your Cleaner Day). ამ ინიციატივას „კერხერი“ 2019 წლიდან შეუერთდა და საქართველოში დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე დააწესა. მადლიერების დღე ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში აღინიშნება (15-დან 20-მდე). უკვე მეოთხე წელია, რაც კომპანიის თანამშრომლები „სუფთა სამყაროსთან“ ერთად სხვადასხვა კომპანიების დიასახლისების მიმართ მადლიერებას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ - მადლობის წერილების გარდა, მათ სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემენ. კომპანიებში „კერხერსა“ და „სუფთა სამყაროში“ იმედს გამოთქვამენ, რომ მადლიერების დღის აღნიშვნას კიდევ ბევრი კომპანია შეუერთდება, რადგან ეს თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი მოტივატორი გახდება. მათი თქმით, ეს დღე განსაკუთრებულია და აუცილებელია დასუფთავების თითოეული თანამშრომელი იყოს აღიარებული და დაფასებული.

„საქართველოში ჩვენ პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ დასუფთავების ერთ-ერთ დიდ კომპანიასთან - „სუფთა სამყაროსთან“ და მათთან ერთად ყოველ წელს ვსტუმრობთ სხვადასხვა პარტნიორ კომპანიას. 2019 წელს ეს დღე აღვნიშნეთ „ევოლუშენში“, 2021 წელს „მწვანე ოფისსა“ და „BDO“-ში, გასულ წელს ქსნის მინის ქარხანაში შევხვდით დასუფთავების პერსონალს და გულითადი მადლობა გადავუხადეთ მათი ღვაწლისთვის. წელს 18 ოქტომბერს შპს „ლასარეში“ ვიყავით და მათ 8 თანამშრომელს (წელს, ჯამში, დასუფთავების 60-მდე თანამშრომელს გადავუხადეთ მადლობა) გადავეცით მადლობის წერილები და სამახსოვრო საჩუქრები.

ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ კომპანიას მოვუწოდოთ, აღნიშნონ ეს დღე და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრადიციად იქცევა, მომავალში კიდევ უფრო მეტი კომპანია შემოგვიერთდება და ვეცდებით, ყოველ წელს რაც შეიძლება მეტი სპეციალისტის მიმართ გამოვხატოთ პირადი მადლიერება. გვინდა, რომ ამ კამპანიამ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს. დიასახლისების მიმართ გულწრფელი მადლიერების გამოხატვა, ვფიქრობთ, დიდი მუხტისა და მოტივაციის მიმცემი იქნება “, - გვეუბნებიან „კერხერის“ წარმომადგენლები.

R