ავტორი:

"2015 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ ვმასპინძლობთ თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმს“ - ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ საქართველო" - პრემიერი

"2015 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ ვმასპინძლობთ თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმს“ - ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ საქართველო" - პრემიერი

2015 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ ხდება, რომ ჩვენ ამ მნიშვნელოვან შეკრებას ვმასპინძლობთ თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ კიდევ ერთხელ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, "აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობა, როგორც ისტორიულად, ისე ამჟამად, უბრალოდ სცდება მხოლოდ სავაჭრო გზის მნიშვნელობას და ამ უძველესმა გზამ ხელი შეუწყო ფაიფურის გადატანას ქვეყნიდან ქვეყანაში, ასევე ჩაის კულტურის აყვავებას და ევროპასა და აზიას შორის სასიცოცხლო კავშირს.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრებო, ძვირფასო მინისტრებო, მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო. დიდი სიამოვნებაა მოგესალმოთ აბრეშუმის გზის ფორუმი 2023 წლის ღონისძიებაზე, რომელიც მართლაც გლობალური მასშტაბის ღონისძიებაა და რომელსაც ესწრებიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, პოლიტიკოსები, ასევე ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უკვე ვმასპინძლობთ თითქმის 2300 სტუმარს 63 ქვეყნიდან, მათ შორის არიან მთავრობის მეთაურები, მინისტრები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, გენერალური დირექტორები, ზედა რგოლის მენეჯერები, რომლებიც 250-მდე კომპანიას წარმოადგენენ. ჩვენ მადლობელი ვართ ყველა თქვენგანის მიმართ. მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდით.

2015 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ ხდება, რომ ჩვენ ამ მნიშვნელოვან შეკრებას ვმასპინძლობთ თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ კიდევ ერთხელ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა. აბრეშუმის გზის მნიშვნელობა, როგორც ისტორიულად, ისე ამჟამად, უბრალოდ სცდება მხოლოდ სავაჭრო გზის მნიშვნელობას და ამ უძველესმა გზამ ხელი შეუწყო ფაიფურის გადატანას ქვეყნიდან ქვეყანაში, ასევე ჩაის კულტურის აყვავებას და ევროპასა და აზიას შორის სასიცოცხლო კავშირს. ამ გზამ დააკავშირა დასავლური და აღმოსავლური კულტურები და ასევე გამტარი ფუნქცია შეასრულა ინოვაციებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. მართლაც უდავოა, რომ ჩვენ ისტორიული კავშირი გვაქვს აბრეშუმის გზასთან. მანამდე, ვიდრე ეს გზა დასავლეთს მიაღწევდა, ის გავიდა საქართველოს მრავალფეროვან რელიეფზე და ასევე ის აღწერილია ბერძენი ისტორიკოსების მიერ, როგორც სავაჭრო ქსელისთვის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასტურდება არქეოლოგიური მტკიცებულებებით, როგორიც არის ჩინური ფაიფურის ნატეხები დმანისში და ასევე ჩინური მონეტა, რომელიც 1200 წელზე მეტი ხნით თარიღდება და რომელიც აღმოჩენილია მცხეთიჯვარში. პრეისტორიული პერიოდიდან მოყოლებული მცხეთა, საქართველოს უძველესი დედაქალაქი, მართლაც უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კავშირის ადგილის იყო, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა კავკასიის ძირითადი მარშრუტები. აბრეშუმის გზა უდიდეს როლს ასრულებდა და რა თქმა უნდა, ეს ასევე ხელს უწყობდა უფრო მეტი კავშირების დამყარებას უფრო ფართო სამყაროსთან. ამ საერთო მოცემულობაში, ის რელიგიები, ადათ-წესები, ტრადიციები, რომლებიც არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებში ერთიანდება ამ ადგილას, რასაც ჩვენ ამაყად ვუწოდებთ საქართველოს. 9 წლის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მე გავაცნობიერე აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა მისი პოტენციალის ათვისებისთვის. სულ რაღაც 1 წელიწადში, 2015 წელს, ჩვენ პირველი "აბრეშუმის გზის ფორუმი“ გავმართეთ თბილისში და ამის შემდეგ, ჩვენ უკვე უწყვეტად განვაგრძობთ ამ ტრადიციას და ეჭვგარეშეა, რომ საქართველო მართლაც გახდა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დაბრკოლებების აღმოფხვრისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.

"შუა დერეფანი“ საქართველოს მასშტაბით სწრაფად ვითარდება და როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა ჩვენ უკვე ვხვდებით ყველაზე საიმედო, ერთ-ერთი ვარიანტი აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო მარშრუტზე. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან იმისათვის, რომ აღმოიფხვრას დაბრკოლებები, გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და გამოყენებული იქნეს ერთიანი სატარიფო პოლიტიკა.

საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმდება. ასევე დსთ-ს ქვეყნებთანაც არსებობს შეთანხმება, ჩინეთთან, თურქეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენ ვვითარდებით როგორც რეგიონული ჰაბი. ეს შეთანხმებები ინვესტორებს აძლევს წვდომას უზარმაზარ ბაზრებზე. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო უბიძგებს ინვესტორებს, უფრო მეტად ისარგებლონ იმ ფაქტით, რომ ჩვენ წვდომა გვაქვს 2,3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საგადასახადო განაკვეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

"გასული ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ, რომ საქართველო გამხდარიყო საუკეთესო ადგილი მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საგადასახადო განაკვეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო მესამე ადგილზეა ყველაზე ნაკლები საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის, სადაც საერთო განაკვეთი 9,9 %-ია. მსოფლიო ბანკის უახლესი ბიზნესკეთების სიმარტივის ანგარიშით გლობალურ დონეზე ბიზნესის კეთების მხრივ საქართველო მეშვიდე ქვეყანაა.

საქართველო ასევე ბევრ ღირებულ შეთავაზებას სთავაზობს ინვესტორებს. მაგალითად, მოგების მოდელი გათავისუფლებულია კორპორაციული გადასახადისგან, კომპანიებისგან და ასევე არსებობს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც პროდუქტის წარმოება შეიძლება ისე, რომ გათავისუფლებულია გადასახადისგან. ეს ყველაფერი კი საქართველოს ხელს უწყობს, რომ მიმზიდველი გახდეს ბიზნესის კეტებისთვის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ფორუმი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, "კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა".

"აბრეშუმის გზის ღონისძიება“ მართლაც გლობალური მასშტაბის ღონისძიებაა. მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ, თითქმის, 2300 სტუმარს 63 ქვეყნიდან. მათ შორის არიან მთავრობის მეთაურები, მინისტრები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. მადლობა, რომ შემოგვიერთდით. 2015 წლის შემდეგ, უკვე მეოთხედ ხდება, რომ ვმასპინძლობთ ამ შეკრებას თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ რომ წარმოვაჩინოთ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა. აბრეშუმის გზის მნიშვნელობა როგორც ისტორიულად, ასევე ამჟამად, უბრალოდ ცდება მხოლოდ სავაჭრო გზის მნიშვნელობას. ამ უძველესმა გზამ ხელი შეუწყო ფაიფურის გადატანას ქვეყნიდან ქვეყანაში, ასევე, ჩაის კულტურის აყვავებას და ევროპასა და აზიას შორის სასიცოცხლო კავშირს. ამ გზამ დააკავშირა დასავლური და აღმოსავლური კულტურები და გამტარი ფუნქცია შეასრულა ინოვაციებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. უდავოა, რომ ჩვენ ისტორიული კავშირი გვაქვს აბრეშუმის გზასთან. მანამდე, ვიდრე ეს გზა დასავლეთს მიაღწევდა, ის გავიდა საქართველოს მრავალფეროვან რელიეფზე და ეს აღწერილია ბერძენი ისტორიკოსების მიერ, როგორც სავაჭრო ქსელისთვის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი. ეს ყველაფერი დასტურდება არქეოლოგიური მტკიცებულებებით, როგორიცაა ჩინური ფაიფურის ნატეხები დმანისში და ჩინური მონეტა,რომელიც 1200 წელზე მეტი ხნით თარიღდება და რომელიც აღმოჩენილია მცხეთის ჯვარში. პრეისტორიული პერიოდიდან მოყოლებული, მცხეთა, საქართველოს უძველესი დედაქალაქი, მართლაც უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური კავშირის ადგილი იყო, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა კავკასიის ძირითადი მარშრუტები. აბრეშუმის გზა უდიდეს როლს ასრულებდა და რა თქმა უნდა, ეს ასევე ხელს უწყობდა უფრო მეტი კავშირების დამყარებას, უფრო ფართო სამყაროსთან. ამ საერთო მოცემულობაში, ის რელიგიები, ადათ-წესები, ტრადიციები, რომელიც არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებში, ერთიანდება ამ ადგილას, რომელსაც ჩვენ ამაყად ვუწოდებთ საქართველოს. 9 წლის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გავაცნობიერე აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა მისი პოტენციალის ათვისებისთვის. სულ რაღაც ერთ წელიწადში, 2015 წელს, ჩვენ პირველი "აბრეშუმის გზის ფორუმი“ გავმართეთ თბილისში. ამის შემდეგ ჩვენ უკვე უწყვეტად განვაგრძობთ ამ ტრადიციას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო მართლაც გახდა აღმოსავლეთ - დასავლეთ შორის ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი. როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა 2008 წელს და მის შედეგებს კვლავაც განიცდის. ეს ჯერ კიდევ აშკარად ჩანს, იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადგილნაცვალია 100 ათასობით ადამიანი. ღრმა რწმენით ვაცხადებ, რომ ამ განადგურების მიუხედავად, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, დაუყოვნებლივ დავიწყეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება და ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზადაა მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად. საქართველოს ესმის ომის ფასი და აღიარებს, რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ათწლეულის განმავლობაში. ამის შედეგად ჩვენი პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.