ავტორი:

მომენტალურ ლატარია ,"3 შანსში" 20 000 ლარი გათამაშდა

მომენტალურ ლატარია ,"3 შანსში" 20 000 ლარი გათამაშდა

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ორთაბათუმში ლატარიაში მოგების ამბავი უცბად გავრცელდა,

65 წლის მელექ ჟორჟაძეს მოგებას მთელი სოფელი ულოცავს, თავად ქალბატონი მელექ ჟორჟაძე და მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი კი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა.

უკვე იციან, ლატარიაში მოგებულ თანხას როგორ დახარჯავენ - დიდი ხნის წინ აშენებული სახლის დაზიანებულ სახურავს გამოცვლიან და წვიმის დროს სახლში ჩამოსული წყალიც აღარ შეაწუხებთ.

ქალბატონი მელექი ლატარიას უკვე სამი წელია რაც თამასობს, სისტემატურად ყიდულობს

ყოველდღიური ლოტო ,,5/35 - ოქროს ბურთის’’ ბილეთებს, მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხა შეძენა და სწორედ იმ დღეს, მისი ამოჩემებული კომბინაციით 70 000 ლარზე მეტი გათამაშდა.

,,ძალიან ცუდად გავხდი ეს ამბავი რომ მოხდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია და ოქროს ბურთის თამაში გავაგრძელე, მორჩენილი ხურდით კი ყოველთვის გადაფხიკეს და მოიგეს ვყიდულობდი, ხოდა გადავფხიკე და 20 000 ლარი მოვიგე’’ -გვიყვება მელექ ჟორჟაძე და რა თქმა უნდა ლატარიის თამაშსაც აგრძელებს.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს ქალბატონ მელექს და მის ოჯახს მოგებას და წარმატებას უსურვებს.

თქვენ კი შეგახსენებთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.

NS