ავტორი:

"უკრაინის დამცველებმა რუსული არმიის პოლკოვნიკი და ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის მაიორი მოკლეს" - უკრაინის გენშტაბი

"უკრაინის დამცველებმა რუსული არმიის პოლკოვნიკი და ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის მაიორი მოკლეს" - უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დროს მათ რუსული არმიის პოლკოვნიკი დენის ლისოვი და ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის მაიორი ევგენი გრებენკინი მოკლეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში მათ მტრის 80-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში მტრის დანაკარგებმა 800 ჯარისკაცს გადააჭარბა. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 297 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია მოკლული. ამასთან, რუსეთმა ომში 5 100-ზე მეტი ტანკი, 9 700 საბრძოლო მანქანა, 320 ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება დაკარგა.