ავტორი:

მხოლოდ თეგეტაზე - სპეციალური ფასები შერჩეულ საბურავებზე ოქტომბერში

მხოლოდ თეგეტაზე - სპეციალური ფასები შერჩეულ საბურავებზე ოქტომბერში

საბურავები ჩვენი ავტომობილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც გზასა და ავტომობილს ერთმანეთთან აკავშირებს. დამუხრუჭებისას, მოხვევისას თუ დაძვრისას ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ საბურავებზე მოდის. ყოველდღიური გადაადგილებისას ჩვენი უსაფრთხოება სწორად შერჩეულ საბურავზეა დამოკიდებული.

თუ ვგეგმავთ ახალი საბურავების შეძენას, აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. ეს შეიძლება იყოს ზომა, სეზონურობა და წარმადობა.

საბურავები, თავის მხრივ, სამი ტიპის არსებობს: ზამთრის საბურავები, ზაფხულისა და ყველა სეზონის. ზაფხულის საბურავები განკუთვნილია მაღალი ტემპერატურის პირობებში მოსახმარად. კარგად უმკლავდება ცხელ, ნესტიან ან წვიმიან ამინდებს. აქვს შესაფერისი მოჭიდება ნებისმიერი ტიპის რელიეფზე.

როდესაც ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ზაფხულის საბურავებში არსებული ქიმიური შემცველობა კარგავს თავდაპირველ თვისებებს, ხდება ხისტი და უჭირს გზებზე მოჭიდება. ასეთ დროს რეკომენდებულია ზამთრის საბურავით ჩანაცვლება. ზამთრის საბურავებს, თავის მხრივ, იდეალური მოჭიდება აქვს თოვლიან, ყინულიან ან თოვლჭყაპის პირობებში. ასეთი საბურავი კომფორტულია ნებისმიერი ტიპის რელიეფზე, ქალაქში თუ სოფლად.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ, სხვა პროდუქტების მსგავსად, საბურავებსაც აქვს თავისი მოხმარების ვადა თუ წარმადობა ეფექტური მუშაობისთვის. დროთა განმავლობაში საბურავებში არსებული ქიმიური შემადგენლობა კარგავს პირვანდელ თვისებებს, შედეგად უარესდება მისი მოჭიდება საფართან და გამოუსადეგარი ხდება. ნებისმიერი საბურავის მოხმარების ვადა 3-5 წლამდე მერყეობს. თითოეულის გამოშვების თარიღი კი დატანილია თავად პროდუქტზე. გარდა სხვა საკითხებისა, სწორად უნდა განვსაზღვროთ საბურავის ზომებიც.

ყოველთვის მნიშვნელოვანია, ყურადღებით შევარჩიოთ ახალი საბურავები. შენთვის სასურველი საბურავის შერჩევას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ მაღაზიაში შეძლებ.

„თეგეტა მოტორსის“ ონლაინ მაღაზია საბურავების უდიდეს არჩევანს აერთიანებს. აქ საბურავების ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. შეხვდები 60-ამდე ბრენდს, ისეთებს, როგორებიცაა: bridgestone, continental, pirelli, yokohama, petlas, BF Goodrich და სხვა.

BF Goodrich ამერიკული ბრენდია, რომლის ისტორიაც 1914 წლიდან იწყება. უსაფრთხოება, გამძლეობა, სტაბილურობა, ნებისმიერ გარემოში ეფექტური გადაადგილების შესაძლებლობა, დახვეწილი დიზაინი და სხვა. ბრენდი მართლაც არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. სწორედ ეს მახასიათებლები უნარჩუნებს პოპულარობას მრავალი წლის განმავლობაში.

tegetashop.ge თითოეული მომხმარებლისთვის სასიამოვნო და კომფორტულ შოპინგს უზრუნველყოფს. აქ მარტივად შეძლებ, შეარჩიო შენთვის სასურველი საბურავი. რაც მთავარია, მაღალი ხარისხისა და ეფექტურობის გარანტიით. შესაძენად საკმარისია ესტუმრო საიტს: tegetashop.ge, გაიარო მარტივი რეგისტრაცია და აირჩიო რჩეული პროდუქტები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე ჩვენს ვებგვერდს: https://shop.tegetamotors.ge/

ან დაგვირეკე ნომერზე: 032 226 44 44

NS