ავტორი:

რა ეტაპზეა შოვის ტრაგედიის საქმის გამოძიება - რას აცხადებს შს მინისტრი

რა ეტაპზეა შოვის ტრაგედიის საქმის გამოძიება - რას აცხადებს შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ჯერ კიდევ არაა ნაპოვნი.

როგორც მან ამბროლაურში, ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

"გამოძიება, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს. ეს უმძიმესი იყო მთელი საქართველოსთვის. სამწუხაროდ, იცით, რომ კიდევ ერთი ადამიანის, ბავშვის, არასრულწლოვანის ცხედარი ვერ ვიპოვეთ. დღესაც არიან ჯგუფები, ტექნიკაც მუშაობს, სამწუხაროდ. გამოძიება მიმდინარეობს. რომ გითხრათ ახალი, ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა-თქო, ნამდვილად მოგატყუებთ. ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს ახალი. ექსპერტიზებიც დასამთავრებელია“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.