"ჰამასის“ დელეგაცია ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” "ჰამასის" დელეგაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ისინი [დელეგაცია] მოსკოვში იმყოფებიან”, - განაცხადა გამოცემის წყარომ.
მათი ცნობით, დელეგაციას "ჰამასის" პოლიტბიუროს წევრი აბუ მარზუკი ხელმძღვანელობს.
მოგვიანებით, "ჰამასის“ დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.