ავტორი:

"ლოქსიტანის" მესამე ოფიციალური სივრცე "გალერია თბილისში" უკვე გაიხსნა

"ლოქსიტანის" მესამე ოფიციალური სივრცე "გალერია თბილისში" უკვე გაიხსნა

სურნელოვანი, დახვეწილი და ელეგანტური ფრანგული ბრენდის „ლოქსიტანის“ მესამე ოფიციალური სივრცე „გალერია თბილისში“ უკვე გაიხსნა. ამ ადგილის სტუმრობისას ფერად, გამორჩეული ინტერიერის მქონე, სურნელოვანი პარფიუმით სავსე პროვანსულ სამყაროში მოხვდებით.

ამჟამად, „ლოქსიტანის“ სამივე სივრცეში თქვენ ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის განკუთვნილ სხეულისა და სახის მოვლის მრავალფეროვან ასორტიმენტს აღმოაჩენთ, შეხვდებით ისეთ ცნობილ ხაზებსა და მსოფლიო ბესთსელერ პროდუქციას, როგორიცაა ნუშის ზეთის სხეულისა და თმის მოვლის ხაზი, სურნელოვანი ვერბენას ტანის მისტი, შის ხელის კრემი და ღვთაებრივი უკვდავას სახის მოვლის პროდუქცია. ბრენდი მის მომხმარებელს მხოლოდ გამორჩეულ და ნატურალურ საშუალებებს სთავაზობს, რათა მათ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მუდამ შეინარჩუნონ ბუნებრივი სილამაზე და ახალგაზრდობა, იყვნენ ბედნიერები და გამორჩეულები.

ოქროსფერი შემოდგომა ბრენდმა ტრადიციულად სპეციალური შეთავაზებებით დაიწყო. „ლოქსიტანის“ სამივე ბუტიკში სრულ ასორტიმენტზე და თმის მოვლის განახლებულ კოლექციაზე 25%-იანი ფასდაკლება გელოდებით. თითოეული თქვენთაგანის საახალწლო დღეების გალამაზებისთვის კი „ლოქსიტანი“ ძალიან მალე კიდევ ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებთ; ახალი, ლიმიტირებული და სურნელოვანი კოლექციით, გამორჩეული სასაჩუქრე ბოქსებითა და სპეციალური შეთავაზებებით გაგანებივრებთ.

საქართველოში „ლოქსიტანის“ პირველი ბრენდული მაღაზია რამდენიმე წლის წინ ქ.თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნა. მეორე ფილიალი საბურთალოს სითი მოლში მდებარეობს და მომხმარებლებს განსხვავებულ, ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს.

„ლოქსიტანის“ ბრენდის ისტორია 1976 წლიდან დაიწყო, პირველი მაღაზიის კარი კი 1981 წელს პროვანსში გაიღო. დღესდღეობით „ლოქსიტანი“ მსოფლიოს 93 ქვეყანაში 3000-ზე მეტი ბუტიკით არის წარმოდგენილი. ისინი დახვეწილი გარემოთი, სურნელოვანი პარფიუმით, კოსმეტიკითა და ყვითელი სასაჩუქრე ბოქსებით გამოირჩევა.

„ლოქსიტანის“ პროდუქციას მინიჭებული აქვს ორგანული ნიშანი და ეკო სერტიფიკატი. არ შეიცავს პარაბენებს, ცხოველურ ცხიმებს, სილიკონს, კონსერვანტებსა და ისეთ დანამატებს, რაც მათ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

R