ავტორი:

75 წლის იტალიელმა ქალმა უჩივლა შვილებს, 40 და 42 წლის მამაკაცებს, რომლებიც ცალკე გადასვლაზე უარს ამბობდნენ და გაასახლა

75 წლის იტალიელმა ქალმა უჩივლა შვილებს, 40 და 42 წლის მამაკაცებს, რომლებიც ცალკე გადასვლაზე უარს ამბობდნენ და გაასახლა

75 წლის იტალიელი ქალი, როგორც ჩანს, დაიღალა თავისი 40 და 42 წლის ვაჟების რჩენით და უკიდურეს ზომას მიმართა. მან შვილებს სასამართლოში უჩივლა და მათი სახლიდან გასახლება მოითხოვა.

ქალი, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ პავიაში ცხოვრობს, ამბობს, რომ ცდილობდა, დაერწმუნებინა ვაჟები ცალკე გადასულიყვნენ საცხოვრებლად, მით უფრო, რომ ორივე დასაქმებული იყო და შეეძლოთ დამოუკიდებლად ცხოვრება, მაგრამ არცერთ მათგანს არ სურდა გადასვლა.

ადგილობრივი გაზეთის, La Provincia Pavese-ის ცნობით. დედას აღიზიანებდა ის ფაქტიც, რომ მისი ვაჟები საოჯახო ხარჯებსა თუ საქმეებში არ მონაწილეობდნენ და ოჯახის ყველა ხარჯის დაფარვა ქალს უწევდა. საბოლოოდ, მოსამართლემ კაცების გამოსახლების ბრძანება გასცა.

მოსამართლემ მამაკაცებს სახლის დატოვების ვადა 18 დეკემბრამდე მისცა.

იტალიაში ყოველთვის არსებობდა რამდენიმე თაობის ერთ ჭერქვეშ ცხოვრების კულტურა, თუმცა ბოლო წლებში კიდევ უფრო გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც დიდხანს რჩებიან მშობლებთან.

2022 წლის მონაცემებით, იტალიაში 18-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანების 70% მშობლებთან ერთად ცხოვრობს.