ავტორი:

სარაკეტო თავდასხმები თელ-ავივზე - დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, არიან დაშავებულები

სარაკეტო თავდასხმები თელ-ავივზე - დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, არიან დაშავებულები

თელ-ავივზე ნახევარი საათის შუალედით ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთამ, „ალ-კასამის ბრიგადებმა“ აიღო.

"ალ-კასამის ბრიგადებმა“ განაახლეს თელ-ავივის დაბომბვა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სიონისტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ“, - აცხადებენ „ალ-კასამის ბრიგადებში“.

გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და 3 ადამიანი დაშავდა.