ავტორი:

ვრცელდება ცნობები ღაზაშში ისარელის ტანკების შესვლასა და შეტაკებებზე - პალესტინური წყაროები წერენ, რომ ისრაელი უტევს ხმელეთიდან, ჰაერიდან და წყლიდან

ვრცელდება ცნობები ღაზაშში ისარელის ტანკების შესვლასა და შეტაკებებზე - პალესტინური წყაროები წერენ, რომ ისრაელი უტევს ხმელეთიდან, ჰაერიდან და წყლიდან

ღაზის სექტორში ისარელის ტანკების შესვლასა და სახმელეთო შეტაკებებზე ვრცელდება ცნობები, თუმცა ამაზე ძალიან მწირად ავრცელებს ინფორმაციას ისრაელი. ძირითადად ამის თაობაზე წერენ არაბული მედიასაშუალებები.

რეგიონში ისრაელის ძალების შესვლის შესახებ Haaretz-ი ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს.

უფრო ადრე Sky News Arabia-მ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიის ტანკები ღაზას სექტორის ჩრდილოეთით საზღვრის გასწვრივ მოძრაობდნენ.

ეგვიპტური გაზეთი Ahram Online ასევე წერდა ტანკების შესახებ ღაზას ჩრდილოეთ საზღვართან. გამოცემის ცნობით, ტექნიკამ ქალაქ ბეიტ ჰანუნის აღმოსავლეთით საზღვარი გადაკვეთა და რეგიონში შევიდა.

לוחמי שייטת 13 ביצעו במהלך הלילה פשיטה ממוקדת מהים בדרום רצועת עזה. במסגרת הפעילות, הכוחות השמידו תשתיות טרור של ארגון הטרור חמאס ופעלו במתחם המשמש את כוחות הקומנדו הימי של הארגון.

בתקיפה לקחו חלק כלי שיט נוספים של זרוע הים וכלי טיס. הכוחות יצאו מהמרחב עם סיום המשימה. pic.twitter.com/3l9Ouqi9nj
— דובר צה״ל דניאל הגרי - Daniel Hagari (@IDFSpokesperson) October 27, 2023

ისრაელის ტელეკომპანია "მე-9 არხი" აცხადებს, რომ ეს არ არის სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია და რომ მიმდინარეობს ღაზის სექტორში სამიზნეების სარაკეტო და საარტილერიო "დამუავება".

შეგახსენებთ, ღაზის სექტორის დიდ ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება, შეწყვეტილია მობილური კავშირიც. პალესტინური მობილური ოპერატორის მუშაობის შეფერხება დაემთხვა ისრაელის მხრიდან მასშტაბურ დაბომბვა. ამის შემდეგ ისრაელმა განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაციებს აფართოებს.

პალესტინური წყაროები წერენ, რომ ისრაელი უტევს ხმელეთიდან, ჰაერიდან და წყლიდან.