ავტორი:

"შვებით ამოვისუნთქე, რადგან ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს" - აშშ-ში მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი იპოვეს

"შვებით ამოვისუნთქე, რადგან ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს" - აშშ-ში მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი იპოვეს

აშშ-ის მეინის შტატის მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი, ანდროსკოგინის ოლქის შერიფის ოფისზე დაყრდნობით, ავრცელებს.

ანდროსკოგინის ოლქის შერიფის ოფისის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ლუისტონში მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი, 40 წლის რობერტ ქარდი, რომელმაც 18 ადამიანი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს.

მაინის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის კომისარმა, მაიკ სუშაკმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ცხედარი სამართალდამცავებმა გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე იპოვეს და იგი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

მეინის შტატის გუბერნატორმა, ჯანეტ მილსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან უკვე დაურეკა პრეზიდენტ ბაიდენს და მას ეჭვმიტანილის გარდაცვალების შესახებ აცნობა.

"ბევრი ადამიანის მსგავსად, ახლა მეც შვებით ამოვისუნთქე, რადგან რობერტ ქარდი საფრთხეს არავისთვის აღარ წარმოადგენს“, - განაცხადა მილსმა.

შეგახსენებთ, რომ მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილ, აშშ-ის არმიის რეზერვისტ რობერტ ქარდს, პოლიცია ორი დღის განმავლობაში ეძებდა.