ავტორი:

"არაადეკვატური ბოდვითი აშლილობით ამბობს, რომ არაფრის გამკეთებელია და ამიტომ არჩევნები წინასწარ უნდა გამოცხადდეს არალეგიტიმურად" - მელია ცისკარიშვილზე

"არაადეკვატური ბოდვითი აშლილობით ამბობს, რომ არაფრის გამკეთებელია და ამიტომ არჩევნები წინასწარ უნდა გამოცხადდეს არალეგიტიმურად" - მელია ცისკარიშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმაურება ენმ-ს გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, რომ "მელია "ოცნების" საქმეს აკეთებს.

ამის შესახებ მელია სოციალურ ქსელში წერს:

"ვამბობდი და ვამბობ, მიშა არ და ვერ იქნება თავისუფალი თუ სისტემის დემონტაჟი არ მოხდება, თუ არ იქნება არჩევნები, რომელსაც ოპოზიცია მოიგებს დიდი ელექტორალური უპირატესობით; ამის ფონზე, ადამიანი, ე.წ გენერალური მდივანი, რომელსაც ებარა და აბარია მატერიალური და ტექნიკური რესურსები, იცის ინგლისური და არის ამერიკაში, სრულიად არაადეკვატური ბოდვითი აშლილობით ამბობს, რომ არაფრის გამკეთებელია და ამიტომ არჩევნები წინასწარ უნდა გამოცხადდეს არალეგიტიმურად.

არადა მიიღო მონაწილეობა პარტიულ გადატრიალებაში, გააკეთა ოცნების საქმე, დაგვპირდა შევარდნას და მიშას გათავისუფლებას, სტრუქტურულ გაძლიერებასა და გამარჯვებას; მარტივი კითხვაა, პარტია ერთი წლის წინ უკეთეს ფორმაში იყო თუ ახლა? ვინ შეცვალა ეს მოცემულობა და ვის ინტერესებში შედიოდა ეს? ვინ და რატომ გახლიჩა პარტია, გაყარა ხალხი პოლიტსაბჭოდან და დანიშნა ახალი "მორჩილი" პოლიტსაბჭო, ვინ დაამსგავსა პარტია ოცნების უშნო სარკისებრ ანარეკლს?

თუ ვინმეს აქვს კითხვა,ვის აზარალებს და აძლიერებს ეს ღირებულებითი დაპირისპირება პარტიაში, პასუხი მარტივია: ღირსებისა და სიმართლის გამარჯვება აზარალებს ქართულ ოცნებას, რომელიც სრულად არის დაცლილი ერთისგანაც და მეორისგანაც.

უსამართლობასთან შეგუება კი აზარალებს ოპოზიციას. თუ ოცნების მართვაში იქნება აბასთუმანში ჩაკეტილი ივანიშვილი, ხოლო ნაციონალურ მოძრაობაში, ხალხისგან იზოლირებული მერაბიშვილი და კეზერაშვილი, დაზარალდება ოპოზიცია და ოპოზიციური ბრძოლა. ასე რომ, პეტრე, საქმე მარტივადაა, მე ჩემს თანამოაზრეებთან ვთანხმდები ღირებულებებზე, შენ შენს დირექტორთან თანხმდები ღირებულებაზე" - წერს მელია.