მეთევზე, რომელიც თითქმის ორი კვირის განმავლობაში უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 70 მილის (110 კმ) მოშორებით, სამაშველო ნავზე ცოცხალი იპოვეს.
კანადელმა მაშველებმა დაკარგული მეთევზე ხუთშაბათს იპოვეს. მათი მტკიცებით, ის მთელი ამ დროის მანძილზე ორაგულით იკვებებოდა. ნაპოვნი მეთევზის იდენტობა არ გასაჯაროებულა. ოფიციალური პირების განცხადებით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. King-TV-ის ცნობით, იგი ტოფინოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ჩვენ ის ბორტზე გადავიყვანეთ. ჩაგვეხუტა - ძალიან ემოციური იყო. სამი ბოთლი წყალი დალია. მშიერი იყო - გვითხრა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ორაგულს იჭერდა და ასე იკვებებოდა" - განაცხადა ერთ-ერთმა მაშველმა.
როგორც ცნობილია, სათევზაო ნავზე მამაკაცთან ერთად კიდევ ერთი მეზღვაური იმყოფებოდა. მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სანაპირო დაცვის მტკიცებით, ინციდენტი „გამოძიების პროცესშია“.