ავტორი:

რას ნიშნავდა ისრაელის გუშინდელი შეტევა ღაზაზე: რეიდი თუ სახმელეთო ოპერაციის დაწყება - "ეს არის კბილის მოსინჯვის ტაქტიკა, ისრაელი ნელ-ნელა აჩვევს მსოფლიოს, რომ..."

რას ნიშნავდა ისრაელის გუშინდელი შეტევა ღაზაზე: რეიდი თუ სახმელეთო ოპერაციის დაწყება - "ეს არის კბილის მოსინჯვის ტაქტიკა, ისრაელი ნელ-ნელა აჩვევს მსოფლიოს, რომ..."
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

27-28 ოქტომბრის ღამეს ლამის მთელი მსოფლიო იმაზე ბჭობდა, დაიწყო თუ არა ისრაელმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია უშუალოდ ღაზის სექტორის შიგნით?

სახმელეთო ოპერაციის შესაძლო დაწყებაზე მეტყველებდა ის ფაქტორებიც, რომ ამ ღამეს ისრაელმა ყველაზე ხანგრძლივი და ინტენსიური საჰაერო დაბომბვები განახორციელა ღაზის სექტორში და „ცახალის“ სარდლობის მტკიცებით, მათ ბუნკერსაწინააღმდეგო მართვადი საავიაციო ბომბებით თითქოს 150-მდე მიწისქვეშა გვირაბი გაუნადგურეს „ჰამასს“, რის შემდეგაც ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ას ერთეულზე მეტი ისრაელის ჯავშანტექნიკა შევიდა, ძირითადი საბრძოლო ტანკების „მერკავებისა“ და მძიმე ჯავშანტრანსპორტიორების „ნამერების“ ჩათვლით...

მეტი რაღა უნდა დაერქვას სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, თუმცა „ცახალის“ მეთაურობა დილაუთენია ამტკიცებდა, რომ ეს იყო არა სახმელეთო ოპერაციის დაწყება, არამედ მორიგი სახმელეთო რეიდი ღაზის სექტორის კონკრეტულ უბნებში „ჰამასის“, წინასწარ დაზვერილი პოზიციების გასანადგურებლად, რის შემდეგაც ჯავშანჯგუფები ისევ უკან გამოჰყავთ ღაზის სექტორიდან...

ღაზა

"ცახალმა“ ბოლო დღეებში ორჯერ განახორციელა ასეთი ჯავშანრეიდები და ეტყობა, მესამედაც იგივე გაიმეორა, ოღონდ უფრო ფარტო მასშტაბით.

თუმცა, „ჰამასი“ აცხადებს, რომ „ცახალს“ მართლაც სურდა ფართომასშტაბიანი სახმელეთოო ოპერაციის დაწყება, მაგრამ მისი მებრძოლების მიერ მოწყობილ ჩასაფრებებში თითქოს მოყვნენ ისრაელის „მერკავები“ და „ცახალი“ იძულებული გახდა ისევ უკან დაეხია და ჯავშანტექნიკა ისევ გაეყვანა ღაზის სექტორის საზღვრის გარეთ.

ასეა თუ ისე, ჩანს ისრაელი ერთგვარ კბილის მოსინჯვის ტაქტიკას ახორციელებს და ოფიციალურად არ აცხადებს ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ, რადგან საბრძოლო წარუმატებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო ველზეც დაიტოვოს უკან დასახევი გზა და განაცხადოს-„მერკავები“ იმიტომ გამოვაბრუნეთ ღაზის სექტორიდან, რომ ეს იყო ჯავშანრეიდი კონკრეტული სამიზნის გასანადგურებლად და არა ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დასაწყისიო...

ამ ეტაპზე ისრელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ეს ტაქტიკა ეტყობა უფრო გამართლებულია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მუსლიმანურ სამყაროს დროზე ადრე არ აიმხედრებს თავის წინააღმდეგ მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებით და მეორეც - ასეთი რეიდებით განსაზღვრავს თუ რამდენად არიან მომზადებულნი „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფები „მერკავების“ მოსაგერიებლად და რა სახის ჩასაფრებებს უმზადებენ „ცახალს“ ღაზის ქალაქების დანგრეულ ქუჩებში...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: