ავტორი:

"ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ახსოვს ხალხს მამაჩემის სახელი, ვამაყობ" - გიორგი ანწუხელიძის ვაჟი

"ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ახსოვს ხალხს მამაჩემის სახელი, ვამაყობ" - გიორგი ანწუხელიძის ვაჟი

საქართველოს ეროვნული გმირს გიორგი ანწუხელიძის კვირეულის ფარგლებში მშობლიურ სოფელში ბიუსტი დაუდგეს.

მისი ხსოვნის პატივსაცემად სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში დილიდან ტრადიციული ღონისძიებები მიმდინარეობს - იმართება დოღი, დალაობა და თუშური რეწვის გამოფენა.

ბიუსტის ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და დაფინანსებით გაიხსნა.

ღონისძიებებს დაესწრნენ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილები, ასევე თანასოფლელები ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

"ძალიან გამიხარდა, რომ აქ ბევრი ხალხი მოვიდა. ეს ჩემთვის სტიმულია. ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ახსოვს ხალხს მამაჩემის სახელი, ვამაყობ" - აღნიშნა გიორგი ანწუხელიძის ვაჟმა.

მსგავსი ღონისძიებები ტრადიციად არის ქცეული და 2010 წლიდან ყოველი წლის ოქტომბრის მიწურულს ქვემო ალვანში იმართება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. ანწუხელიძის ცხედარი ცხინვალიდან 2008 წლის ნოემბერში გადმოასვენეს. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.