ავტორი:

"ჩემი ტრაგედიის შემდეგ პირველი შეხვედრა მასთან, მხარზე მოჭერილი ხელი და ძლივს წარმოთქმული ფრაზა, უნდა გააგრძელო... დიდი კაცი წავიდა" - ნიკოლოზ წულუკიძე თენგიზ არჩვაძეზე

"ჩემი ტრაგედიის შემდეგ პირველი შეხვედრა მასთან, მხარზე მოჭერილი ხელი და ძლივს წარმოთქმული ფრაზა, უნდა გააგრძელო... დიდი კაცი წავიდა" - ნიკოლოზ წულუკიძე თენგიზ არჩვაძეზე

თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ქართველი მსახიობის, სახალხო არტისტის თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მასთან ბოლო ინტერვიუს იხსენებს.

"თენგიზის ბოლო ინტერვიუ და ჩემი ტრაგედიის შემდეგ პირველი შეხვედრა მასთან, მხარზე მოჭერილი ხელი, დუმილი... და ძლივს წარმოთქმული ერთი ფრაზა, უნდა გააგრძელო, არ გაჩერდე"...

უფრო დიდი ზნეობრივი მაგალითი კაცობისა თითქმის არ მახსენდება, ზნეობრივი კოდექსის უმაღლესი თამასა და ინდიკატორი. დიდი კაცი წავიდა, სიტყვაკ ა ც ი ს მნიშვნელობის განმსაზღვრელი. როგორც მურმან ლებანიძემ თქვა მასზე "ცხოვრების ჭუჭყში გაურეველი თენგიზ არჩვაძე"!!!" - წერს ნიკოლოზ წულუკიძე.

ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თენგიზ არჩვაძე 1932 წლის 3 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია; 1967-1972 წწ. რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: "მოკვეთილი", "დედა", "ღალატი", "თვალი პატიოსანი", "როცა ქალაქს სძინავს" "მე ვხედავ მზეს", "დღის წესრიგშია ერთი საკითხი", "კვაჭი კვაჭანტირაძე", "30 აგვისტო", "ჯორდანო ბრუნო" და სხვ.

მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.

გადაღებულია ფილმებში: თამაზი ("კეთილი ადამიანები", 1961), ზაზა ("ერთი ცის ქვეშ", 1961), გუგუა ("ხევისბერი გოჩა", 1964), "ხევსურული ბალადა" (1965), არსაკიძე ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მუშნი ზარანდია ("დათა თუთაშხია", 1977), დათიკო ("მე ვხედავ მზეს"), ნამორაძე ("შეხვედრა წარსულთან"), ვახტანგი ("შეხვედრა მთაში"), ბიძინა ("მალე გაზაფხული მოვა")და სხვ.

თენგის არჩვაძეს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები და პრემიები - თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პრემია „საგურამო“, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

წაიკითხეთ თენგიზ არჩვაძის ინტერვიუ არქივიდან: