ავტორი:

ლეგენდარული სერიალის, "მეგობრების" მსახიობი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული სერიალის, "მეგობრების" მსახიობი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეთიუ ცნობილია 1990-იანი წლების ლეგენდარული სატელევიზიო კომედიური სერიალით, "მეგობრები", სადაც ჩენდლერის როლს ასრულებდა.

მედიის ცნობით, მეთიუ საკუთარ სახლში, ლოს-ანჯელესში იპოვეს გარდაცვლილი. ცხედარი აბაზანაში ნახეს.

მეთიუ 1969 წელს, მასაჩუსეთში დაიბადა, თუმცა შემდეგ, საცხოვრებლად ოჯახი ოტავაში გადავიდა. დაწყებით სკოლაში კანადის ამჟამინელ პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან ერთად სწავლობდა.

"მეგობრები", კომედიური სერიალი, რომელშიც მეთიუ პერისთან ერთად მონაწილეობდნენ ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, დევიდ შვიმერი, მეტ ლებლანი და ლიზა კუდროუ, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შოუდ იქცა.

როგორც ცნობილია, მსახიობი წლების განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და სხვადასხვა დროს სარებილიტაციო ცენტრშიც მკურნალობდა. 2018 წელს მსახიობი 5 თვე იყო საავადმყოფოში კუჭ-ნაწლავის პერფორაციისთვის.

მას გაუსკდა მსხვილი ნაწლავი და ორი კვირა კომაში იყო, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ექიმებმა პერის ოჯახს უთხრეს, რომ მას გადარჩენის ორი პროცენტი ჰქონდა, თუმცა მაშინ მსახიობის გადარჩენა მოხერხდა.

ლეგენდარული სერიალის, "მეგობრების" მსახიობი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა