ავტორი:

16 წლის ირანელი გოგონა, რომელსაც "მორალის პოლიცია" სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდა, გარდაიცვალა

16 წლის ირანელი გოგონა, რომელსაც "მორალის პოლიცია" სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდა, გარდაიცვალა

16 წლის ირანელი გოგონა, არმიტა გერვანადი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ირანის "მორალის პოლიცია" ფიზიკურად გაუსწორდა იმის გამო, რომ ჰიჯაბი არ ეფარა, გარდაიცვალა.

სახელმწიფო სააგენტო irna-ს ცნობით, გოგონა "ტვინის დაზიანების შედეგად გარდაიცვალა".

ცნობისთვის, როგორც ადამიანის უფლებადამცველები აცხადებენ, პირველ ოქტომბერს პოლიციამ 16 წლის არმიტა გერავანდს იმის გამო სცემა, რომ ჰიჯაბი არ ეფარა. შედეგად, გოგონა კომაში ჩავარდა. გოგონა თეირანში, მეტროს მატარებელში, მოჰადას სადგურზე ჩაჯდა. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გამოიყვანეს ის მატარებლიდან უგონო მდგომარეობაში.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გოგონამ გონება მოულოდნელად დაკარგა და ეს ცემის შედეგი არ ყოფილა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw კი ამტკიცებს, რომ არმიტას "სასტიკი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“ "მორალის პოლიციის“ თამაშრომლებმა.