პედიატრი, პროფესორი თემურ მიქელაძე გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, როგორ მოქმედებს ეკრანდამოკიდებულება გოგონას რეპროდუქციულ ფუნქციაზე:
- ე.წ. გაჯეტდამოკიდებულება გოგონებისთვისაც და ვაჟებისთვისაც საზიანოა. თუმცა, განსაკუთრებით საყურადღებო პრეპუბერტატული ასაკის გოგონებისათვისაა. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ქვეყანაში ჯანმრთელი რეპროდუქციული ასაკი გვქონდეს და შობადობა მოგვემატოს. ეკრანდამოკიდებულება მეტაბოლური სინდრომის, სიმსუქნის, სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევის განვითარების მაღალი რისკია. ეკრანდამოკიდებულების შედეგად, გოგონა, პრაქტიკულად, არ იძინებს. მეორე დღით გამოუძინებელია. ნეირო-ენდოკრინული ცვლილებები მიმდინარეობს და სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემა იქმნება. ეს, განსაკუთრებით, მენსტრუაციასთანაა კავშირში. ექიმებს ხშირად მენსტრუაციული ციკლის შემცირებასთან, ან გახანგრძლივებასთან, გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით მიმართავენ. განაგრძეთ კითხვა