ავტორი:

"პუტინი გარდაიცვალა 26 ოქტომბერს. მიცვალებულს ვალდაიში, მაცივარში ინახავენ" - პროფესორ ვალერი სოლოვეის სენსაციური განცხადება

"პუტინი გარდაიცვალა 26 ოქტომბერს. მიცვალებულს ვალდაიში, მაცივარში ინახავენ" - პროფესორ ვალერი სოლოვეის სენსაციური განცხადება

ბოლო რამდენიმე დღეა, ტელეგრამის რუსულ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარდაცვალების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციას "ფეიკს" უწოდებენ ოფიციალური წყაროები.

გთავაზობთ პროფესორ ვალერი სოლოვეის სენსაციურ განცხადებას, რომელიც მან ჟურნალისტ დიმიტრი გორდონათან ინტერვიუში გააკეთა.

პროფესორი უკრაინელ ჟურნალისტთან ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 26 ოქტომბერს გარდაიცვალა.

"ის მოკვდა, ნამდვილად, ის მოკვდა, 26 ოქტომბერს, ხუთშაბათს გარდაიცვალა, ახლა ის იმყოფება მაცივარში, თავის რეზიდენციაში ვალდაიში. არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ის მოკვდა" - აცხადებს დიმიტრი გორდონთან საუბარში ვალერი სოლოვეი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი კიბოს მძიმე ფორმა იყო, რომელიც 2020 წელს დაუდგინდა. ისრაელში ექიმები მკურნალობდნენ პუტინს, მაგრამ მათ თქვეს, რომ ის იცოცხლებდა 2021-2022 წლამდე.

სოლოვეის თქმით, მარტში ისრაელელმა ექიმებმა თქვეს, რომ მედიცინის შესაძლებლობები ამოწურულია. თუმცა იქვე დასძენს, ზუსტად არავინ იცის ასე იყო თუ არა ყველაფერი.