ავტორი:

"ვწუხვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილ ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, ისრაელმა სამხედრო ოპერაციები გააძლიერა" - გუტიერეში

"ვწუხვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილ ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, ისრაელმა სამხედრო ოპერაციები გააძლიერა" - გუტიერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და “ჰამასის” მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლების შესახებ.

მან ნეპალში ვიზიტისას კიდევ ერთხელ ისაუბრა, "დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის, ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებისა და მდგრადი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ, რომელიც დააკმაყოფილებს ღაზის ხალხის საჭიროებებს".

"ვწუხვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი კრიტიკულად საჭირო ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, ისრაელმა გააძლიერა სამხედრო ოპერაციები”,- განაცხადა მან.

გაეროს გენმდივანმა, ასევე კიდევ ერთხელ დაგმო "ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული "შემზარავი თავდასხმები“ და მიუსამძიმრა ნეპალელი ათი სტუდენტის ოჯახებს, რომლებიც თავდასხმისას დაიღუპნენ.