ავტორი:

ორი განსხვავებული ტაიმი, ულამაზესი თამაში და ყველაფერი, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს - კვარაცხელიას გამარჯვების გოლამდე სულ ცოტა დააკლდა

ორი განსხვავებული ტაიმი, ულამაზესი თამაში და ყველაფერი, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს - კვარაცხელიას გამარჯვების გოლამდე სულ ცოტა დააკლდა

სერია A-ს მე - 10 ტურში "ნაპოლიმ" "მილანს"უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

მაყურებელმა მართლაც რომ საუკეთესო თამაში იხილა. პირველ ტაიმში "მარადონაზე" თუ "მილანი" ბრწყინავდა, მეორე ტაიმში მოედანზე "ნაპოლი" გამეფდა. ეს იყო უშეღავათო ბრძოლა.

ნეაპოლელთა მწვრთნელმა რუდი გარსიმ შემდგომი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა გუნდი მოედანზე:

  • მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნათანი, მარიო რუი, ელმასი, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.

"მილანმა" თამაში მჭიდრო პრესინგით დაიწყო, თუმცა ნეაპოლელებმა პირველივე წუთებში შექმნეს მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები, თუმცა გოლის გატანის რეალური შანსი არ ჰქონიათ. ანგარიში მატჩში გახნეს სტუმრებმა, მერეტის კარში გოლი ოლივერ ჟირუმ 22-ე წუთზე გაიტანა.

რასაც ნეაპოლელთა შეტევები მოჰყვა, მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი ხვიჩა კვარაცხელიას დრიბლინგი, მილანელთა დაცვის ხაზის გვერდის ავლით საჯარიმოში შესვლა და კარის გასწვრივ ჩაწოდება იყო, თუმცა პოლიტანომ გატანა ვერ შეძელო. სამაგიეროდ მეორე გოლი გაიტანა ჟირუმ, რომელმაც კიდევ ერთხელ კარგად გამოაჩინა ის, რომ "ნაპოლის" დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. მე-2 გოლი მატჩში 31-ე წუთზე გავიდა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა და "ნაპოლიმ" პირველი ნახევარი ანგარიშით 0:2 დათმო.

მეორე ტაიმი ნეაპოლელთა აქტიურობით დაიწყო, რაც 49-ე წუთზე პოლიტანოს სოლო რეიდით და ულამაზესი გოლით გაგრძელდა. ამის მერე შეიძლება ითქვას, რომ "ნაპოლი" მეტოქის საჯარიმოში დასახლდა, რასაც "მილანის" კარში მეორე გოლი მოჰყვა. 63-წუთზე ჯაკომო რასპადორიმ საჯარიმო დარტყმა უზუსტესად შეასრულა და კიდევ ერთი ულამაზეს გოლი გაიტანა.

ეს იყო მატჩი, რომელშიც ყველაფერი იყო, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს. აქტიური იყო ჩვენებურიც. ხვიჩამ არაეთი დრიბლინგით და ზუსტი პასით გამოიჩინა თავი. ახლოს იყო გოლის გატანასთანაც, თუმცა მისი დარტყმული მცველმა კუთხურზე მოიგერია.

მატჩში სანახაობრივთან ერთად, საკმაოდ ხისტი ბრძოლითაც გამოირჩა, რაც ყვითელი ბარათების სიმრავლეში აისახა. 88 - ე წუთზე ნეაპოლელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. მსაჯმა მეორე ყვითლის შემდეგ, ნათანს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. მატჩის ბოლო წუთებზე ხვიჩას კიდევ ერთხელ შეეძლო მეტოქის კარის აღება, თუმცა ქართველს მეკარემ აუღო. რის მერეც მალევე მსაჯის სასტვენიც გაისმა და მატჩი ფრედ დასრულდა.