ავტორი:

"ისრაელის ძალებმა ჯენინის ბრიგადის ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელეს" - მედია

"ისრაელის ძალებმა ჯენინის ბრიგადის ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელეს" - მედია

დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში მომხდარი შეტაკების დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამი პალესტინელის, მათ შორის ისლამური ჯიჰადის შტოს, ჯენინის ბრიგადის დამფუძნებლის, ვიამ ჰანუნის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ინფორმაციას პალესტინური საინფორმაციო პორტალი WAFA ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ყალკილიაშიც.