ავტორი:

"გაუმართლებელია, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა ერთპიროვნულად აუკრძალოთ" - თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილს

"გაუმართლებელია, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა ერთპიროვნულად აუკრძალოთ" - თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილს

პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე, მათ შორს "ოცნების“ მმართველობის პირობებში, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს, როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა - სრულიად გაუმართლებელია თქვენი გადაწყვეტილება, რომ დეპუტატებს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა ერთპიროვნულად აუკრძალოთ, - ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილი ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია და მასთან პირადი კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისთვის მნიშვნელოვანია.

"სრულიად გაუმართლებელი და უკანონოა თქვენი გადაწყვეტილება, რომ ერთპიროვნულად აუკრძალოთ ყველა დეპუტატს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა. თქვენ არაერთხელ მოგმართეთ, მათ შორს ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის სახელით და ეს არ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა. პრეზიდენტი სააკაშვილი არის ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და მასთან პირადი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრებისთვის. არ გაქვთ არანაირი სამართლებრივი საფუძველი. გასაგებია, რომ ივანიშვილის სურვილებს უსიტყვოდ ასრულებთ, მაგრამ პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე, მათ შორს "ოცნების“ მმართველობის პირობებში, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს, როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა. ძალიან გთხოვთ, განმარტოთ ივანიშვილის მონურ მორჩილებას რით ადასტურებთ, რომ პარლამენტის წევრებს უკრძალავთ პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.