ავტორი:

ისრაელი, "ჰამასის“ მიერ გატაცებული გერმანიის მოქალაქის, შანი ლუკის გარდაცვალებას ადასტურებს

ისრაელი, "ჰამასის“ მიერ გატაცებული გერმანიის მოქალაქის, შანი ლუკის გარდაცვალებას ადასტურებს

გერმანიის მოქალაქე შანი ლუკი, რომელიც "ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს, გარდაცვლილი იპოვეს, - ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გერმანიისა და ისრაელის მოქალაქის, 23 წლის შანი ლუკის ცხედარი ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, შანი ლუკი "ნოვას" მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, როდესაც 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილმა "ჰამასის“ წევრებმა გაიტაცეს.